ავსტრიის ადმინისტრაციული დაყოფა
ავსტრია არის ფედერალური რესპუბლიკა, რომელიც დაყოფილია 9 ფედერალურ მხარედ. მოსახლეობის რაოდენობით ყველაზე დიდია ვენა 1,6 მილიონიანი მოსახლეობით, ხოლო ფართობით უდიდესია ქვემო ავსტრია - 19 178 კმ². მხარეების ქვედა დონის ადმინისტრაციული ერთეულებია ოლქები და თემები.
ფედერალური მხარეები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფედერალურ მხარეებს გააჩნიათ საკუთარი კონსტიტუცია და კანონები. ყოველ მხარეს ავსტრიის პარლამენტში საკუთარი წარმომადგენლები ჰყავს. ფედერალური მხარის პარლამენტი ლანდტაგი აირჩევა პირდაპირი წესით 5 ან 6 წლის ვადით. ის ნიშნავს მხარის გუბერნატორს ან მთავრობას. ფედერალური მხარის უფლებამოსილებებში შედის ენერგეტიკა, მართლწესრიგი, ჯანმრთელობის დაცვა, სპორტი და დასვენება, გარემოს დაცვა, ტრანსპორტი.
# | მხარეები (Bundesland) | დედაქალაქი | ფართობი | მოსახლეობა 2023 | ნომერი | |
---|---|---|---|---|---|---|
![]() | ||||||
1 | ბურგენლანდი | აიზენშტადტი | 3,965 კმ² | 301,250 | 9 | |
2 | კარინთია (Kärnten) | კლაგენფურტი | 9,537 კმ² | 568,984 | 6 | |
3 | ქვემო ავსტრია (Niederösterreich) | სანქტ-პოლტენი | 19,180 კმ² | 1,718,373 | 2 | |
4 | ზემო ავსტრია (Oberösterreich) | ლინცი | 11,983 კმ² | 1,522,825 | 3 | |
5 | ზალცბურგი | ზალცბურგი | 7,155 კმ² | 568,346 | 7 | |
6 | შტირია (Steiermark) | გრაცი | 16,399 კმ² | 1,265,198 | 4 | |
7 | ტიროლი (Tirol) | ინსბრუკი | 12,648 კმ² | 771,304 | 5 | |
8 | ფორარლბერგი | ბრეგენცი | 2,602 კმ² | 406,395 | 8 | |
9 | ვენა (Wien) | ვენა (Wien) | 414.82 km² | 1,982,097 | 1 |
ოლქები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ავსტრიის ფედერაციული მხარეები თავის მხრივ იყოფა 94 ოლქად, ხოლო თითოეული ოლქი იყოფა თემად.
ავსტრიის თემები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თემი წარმოადგენს ავსტრიაში ადგილობრივი თვითმმართველობის ქვედა დონეს. სულ ავსტრიაში 2095 თემია. თემის საკრებულო აირჩევა პირდაპირი წესით 5 ან 6 წლით. საკრებულო ნიშნავს გამგეობის წევრებს. გამგეობა შედგება მერისგან, მისი მოადგილეებისგან და წევერბისგან და კომპლექტდება სხვადსხვა პარტიებისგან არჩევნების შედეგების პროპორციულად. მერის არჩევის წესი განსხვავებულია და ის აირჩევა ან საკრებულოს მიერ, ან პირდაპირი არჩევნებით ხალხის მიერ.
თემის უფლებამოსილებებში შედის სოციალური მომსახურება, მართლწესრიგის დაცვა, ურბანული დაგეგმვა და მიწათსარგებლობა, წყალმომარაგება და კანალიზაცია, გზები და საჯარო ტრანსპორტი, კულტურა, ჯანდაცვა და უსაფრთხოება.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|