ჩრდილოეთ მაკედონიის ადმინისტრაციული დაყოფა
ჩრდილოეთ მაკედონიის ადმინისტრაციული დაყოფა ― ჩრდილოეთ მაკედონია არის უნიტარული სახელმწიფო. ის მოიცავს 80 თემს, მათგან 10 თემი შედის ქალაქ სკოპიეში. ამგვარი დაყოფა მოქმედებს 2004 წლიდან. დედაქალაქ სკოპიეს საქალაქო თემებია: აეროდრომი, ბუტელი, გაზი-ბაბა, გიორჩე-პეტროვი, კარპოში, კისელა-ვოდა, სარაი, ცენტარი, ჩაირი და შუტო ორიზარი. საქალაქო თემებს გააჩნია საკუთარი და ქალაქის ხელისუფლებასთან ერთად საზიარო უფლებამოსილებები. ასეთი საზიარო უფლებამოსილებებია ქონების გადასახადი, გზების მოვლა-პატრონობა, ურბანული დაგეგმვა და მშენებლობის ნებართვები.
მოსახლეობის მიხედვით უდიდესია კუმანოვოს თემი — 98 104 ადამიანი, ხოლო უმცირესი — ზრნოვცის თემი — 2086 ადამიანი. ფართობის მიხედვით უდიდესია პრილეპის თემი — 1194 კმ², ხოლო უმცირესი — ჩაირის თემი — 3,5 კმ². 2013 წელს 4 თემი შეერწყა კიჩევის თემს და თემების რაოდენობა შემცირდა 84-დან 80-მდე.
თემის საბჭო (sovet na opstinata) აირჩევა პირდაპირი არჩევნებით 4 წლის ვადით. საბჭოს წევრების რაოდენობა დამოკიდებულია მუნიციპალიტეტის მოსახლეობის რაოდენობაზე. ქალაქისთავი (gradonacalnik) ირჩევა ასევე პირდაპირი წესით 4 წლის ვადით. ის არ შეიძლება ამვე დროს იყოს საბჭოს წევრი.
ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის თემების სია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სტატისტიკური რეგიონები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა ასევე იყოფა 8 სტატისტიკურ რეგიონად: ვარდარის, აღმოსავლეთი, პელაგონიის, პოლოგის, ჩრდილო-აღმოსავლეთი, სკოპიეს, სამხრეთ-აღმოსავლეთი და სამხრეთ-დასავლეთი რეგიონები. სტატისტიკურ რეგიონებს არ გააჩნია იურიდიული სტატუსი და მმართველობის საკუთარი ორგანოები და რეგიონებად დაყოფა გამოიყენება სტატისტიკური მიზნებისთვის.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჩრდილოეთ მაკედონიის ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულების ასოციაცია დაარქივებული 2014-02-20 საიტზე Wayback Machine.
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||