კვიპროსის ადმინისტრაციული დაყოფა


კვიპროსი არის უნიტარული სახელმწიფო, რომელიც იყოფა 6 ეპარქიად. (ბერძ. επαρχίες).
ეპარქიები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ნიქოზიის რაიონი (Λευκωσία) — ჩრდილოეთ ნაწილი მოქცეულია ჩრდილოეთი კვიპროსის ტერიტორიაზე.
- კირენიის რაიონი (Κερύvεια) — მთლიანად ჩრდილოეთ კვიპროსის ტერიტორიაზე;
- ლარნაკის რაიონი (Λάρνακα) — მცირე ნაწილი ჩრდილოეთ კვიპროსის ტერიტორიაზე;
- ლიმასოლის რაიონი (Λεμεσός)
- პაფოსის რაიონი (Πάφος)
- ფამაგუსტის რაიონი (Αμμόχωστος) — უდიდესი ნაწილი მდებარეობს ჩრდილოეთ კვიპროსის ტერიტორიაზე
მოსახლეობის რაოდენობით ყველაზე პატარაა ფამაგუსტას რაიონი (54 282), ხოლო ტერიტორიის მიხედვით კირენიის — 643.9 კმ.². უდიდესი ეპარქია როგორც ფართობით, ასევე მოსახლეობით არის ნიქოზიის რაიონი.
ადგილობრივი თვითმმართველობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კვიპროსში ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულებია მუნიციპალიტეტი და თემი. მუნიციპალიტეტები იქმნება ურბანულ და ტურისტულ ტერიტორიებზე, ხოლო თემები — სასოფლო ტერიტორიებზე. სულ არის 38 მუნიციპალიტეტი (ბერძ. δήμος) და 484 თემი. თემი, რომელშიც ცხოვრობს 5000-ზე მეტი ადამიანი და აქვს შესაბამისი ეკონომიკური რესურსები, შესაძლოა გახდეს მუნიციპალიტეტი რეფერენდუმის საშუალებით. 10 მუნიციპალიტეტი მდებარეობს ჩრდილოეთ კვიპროსის ოკუპირებულ ტერიტორიაზე.
თემის საკრებულო და მერი აირჩევა პირდაპირი წესით 5 წლის ვადით. მერი ამავდროულად არის საკრებულოს თავმჯდომარე. თემის და მუნიციპალიტეტების უფლებამოსილებებში შედის ნარჩენების მართვა, ურბანული დაგეგმვა და მიწათსარგებლობა, წყალმომარაგება, გარემოს დაცვა.
მუნიციპალიტეტების სია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- აია-ნაპა (Αγια Ναπα)
- აგიოს ათანასიოსი (Αγιοσ Αθανασιοσ)
- აგიოს დომეტიოსი (Αγιοσ Δομετιοσ)
- აგლანძია (Αγλαντζια)
- ატინეუ (Αθηενου)
- აკანტუ (Ακανθου)
- ამოხოსტოსი (Αμμοχωστοσ)
- არადიპუ (Αραδιππου)
- გერმასოგია (Γερμασογεια)
- გეროსკიპუ (Γεροσκηπου)
- დერინია (Δερυνεια)
- ეგომი (Εγκωμη)
- იდალიონი (Ιδαλιον)
- კარავასი (Καραβασ)
- კატო პოლემიდია (Κατω Πολεμιδια)
- კირენია (Κερυνεια)
- კიტრეა (Κυθρεα)
- ლაკატამია (Λακαταμια)
- ლაპიტოსი (Λαπηθοσ)
- ლარნაკა (Λαρνακα)
- ლაცია (Λατσια)
- ლემესოსი (Λεμεσοσ)
- ლევკარა (Λευκαρα)
- ლევკონიკო (Λευκονοικο)
- ლევკოსია (Λευκωσια)
- ლისი (Λυση)
- მესა გიტონია (Μεσα Γειτονια)
- მორფუ (Μορφου)
- პარალიმნი (Παραλιμνι)
- პაფოსი (Παφοσ)
- პეგია (Πεγεια)
- პოლის ხრისოხუსი (Πολησ Χρυσοχουσ)
- სტროვოლოსი (Στροβολοσ)
ჩრდილოეთ კვიპროსის დაყოფა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჩრდილოეთი კვიპროსი იყოფა 5 რაიონად:
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|
|