სომხეთი დაყოფილია თერთმეტ ადმინისტრაციულ დანაყოფად. მათგან ათი პროვინციაა, რომელთაც სომხურადმარზი ჰქვია, რაც თავად წარმოებულია სპარსული სიტყვისგან mærz, რომელიც „საზღვარს“ აღნიშნავს. ერევანი ცალკეა გამოყოფილი და როგორც ქვეყნის დედაქალაქს მინიჭებული აქვს განსაკუთრებული სტატუსი. ათი მარზის აღმასრულებლებს მარზპეტები ეწოდებათ (შუა სპარსულიmarzbod-იდან, რაც „საზღვრის გამგებელს“ ნიშნავს). მათ სომხეთის მთავრობა ნიშნავს. ერევნის მთავარი აღმასრულებელი მერია, რომელსაც პრეზიდენტი ნიშნავს.
თითოეული პროვინცია შედგება თემებისგან (hamaynkner, მხოლობითში hamaynkn). თითოეულ თემში თვითმმართველობაა და ერთი ან რამდენიმე დასახლება (bnakavayr). დასახლებები კლასიფიცირებულია, როგორც ქალაქის (kaghak) ტიპის ან სოფლის (gyugh) ტიპის. 2007 წლის მონაცემებით, სომხეთში 915 თემია, აქედან 49 მიჩნეული ურბანულად, ხოლო 866 სასოფლოდ. დედაქალაქს, ერევანს, ასევე თემის სტატუსი აქვს.[1] დამატებით, ერევანი დაყოფილია თორმეტ ნახევრად ავტონომიურ უბნად.
1 ქვეყნები, რომლებიც მდებარეობს ევროპის საზღვრებთან, 2 ქვეყნები, რომლებიც მდებარეობს დასავლეთ აზიაში, 3 ქვეყნები, რომლებიც მდებარეობს ევროპა აზიის საზღვრებთან.