პორტუგალიის ადმინისტრაციული დაყოფა

პორტუგალიის ადმინისტრაციული დაყოფა — პორტუგალია არის უნიტარული სახელმწიფო, რომელსაც გააჩნია რამდენიმედონიანი ადმინისტრაციული დაყოფა. 1979 წლამდე პორტუგალია დაყოფილი იყო 11 პროვინციად. ადმინისტრაციული რეფორმის შემდეგ პორტუგალიის კონტინენტური ტერიტორია დაიყო 18 რაიონად, ხოლო აზორისა და მადეირის კუნძულებს მიენიჭა ავტონომიური რეგიონის სტატუსი.
პორტუგალიის ადმინისტრაციული ერთეულების აღწერისას გამოიყენება სხვადასხვა ტერმინები: რეგიონი (პორტ. região), სუბრეგიონი (პორტ. subregião), რაიონი (პორტ. distrito), საქალაქო აგლომერაცია (პორტ. grande área metropolitana, GAM), საქალაქო გაერთიანება (პორტ. comunidade urbana), მუნიციპალიტეტთაშორისი გაერთიანება (პორტ. comunidade intermunicipal). ქალაქები და მისი მიმდებარე დასახლებული პუნქტები იყოფა მუნიციპალიტეტებად (პორტ. município). მუნიციპალიტეტები კი თავის მხრივ იყოფა სამრევლოებად (პორტ. freguesia). პორტუგალიაში დღესდღეობით 308 მუნიციპალიტეტი და 3091 გაერთიანებაა. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოა მუნიციპალური ასამბლეა, ხოლო აღმასრულებელი მუნიციპალური პალატა.
ავტონომიები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ავტონომიური რეგიონის წარმომადგენლობითი ორგანოა საკანონმდებლო ასამბლეა (assembleia legislativa) , რომელსაც პირდაპირი წესით ირჩევს რეგიონის მოსახლეობა. რეგიონის აღმასრულებელი ხელისუფლებას ახორციელებს რეგიონის მთავრობა, რომელსაც ხელმძღვანელობს პრეზიდენტი (president do governo regional) მინისტრთან ერთად. მინისტრს (ministro da república) ნიშნავს სახელმწიფოს მეთაური ნიშნავს. მინისტრს შეუძლია ვეტო დაადოს ასამლბეის გადაწყვეტილებას და დანიშნოს რეგიონის პრეზიდენტი.
მუნიციპალიტეტები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მუნიციპალიტეტის ასამბლეა (assembleia municipal) შედგება სამრევლოების პრეზიდენტებისგან და პირდაპირი არჩევნებით 4 წლის ვადით არჩეული წევრებისგან. აღმასრულებელი საბჭო (câmara municipal) ასევე აირჩევა პირდაპირი კენჭისყრით 4 წლის ვადით. მას შეუძლია ჩაერიოს, ხმის უფლების გარეშე, ასამბლეის მუშაობაში. პრეზიდენტად (presidente da câmara municipal) აირჩევა საბჭოს არჩევნებში პირველ ადგილზე გასული პარტიის სიის პირველი ნომერი.
მუნიციპალიტეტები ერთიანდება ინტერმუნიციპალურ გაერთიანებებში.
სამრევლო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სამრევლო პორტუგალიის ყველაზე მცირე დონის ადმინისტრაციული ერთეულია. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოა სამრევლოს ასამბლეა, რომელიც დაკომპლექტებულია სამრევლოს მოსახლეობისაგან პროპორციული სისტემით 4 წლის ვადით არჩეული წევრებით. აღმასრულებელ ხელისუფლებას წარმოადგენს სამრევლოს საბჭო (პორტ. junta de freguesia), რომელსაც ასამბლეა ირჩევს საკუთარი წევრებისგან. საბჭოს პრეზიდენტი ხდება არჩევნებში პირველ ადგილზე გასული პარტიის სიის პირველი ნომერი.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- პორტუგალიის მუნიციპალიტეტების ასოციაცია
- Lisbon Metropolitan Area
- Greater Porto დაარქივებული 2004-06-02 საიტზე Wayback Machine.
- Madeira's Regional Government
- Azores' Regional Government
- CityMayors feature
- Current and Former Colonies and Possessions of Portugal from WorldStatesmen.org
|
|