ვანდალები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჩრდილო ევროპული ტომები I საუკუნეში

ვანდალები - აღმოსავლეთ გერმანელთა ტომების ჯგუფი. თავდაპირველად ცხოვრობდნენ სკანდინავიის ნახევარკუნძულზე. ძვ. წ. II-I სს. მიჯნაზე გადასახლდნენ ბალტიის ზღვის სამხრეთ სანაპიროზე, ხოლო ახ. წ. III საუკუნისათვის - დუნაიზე. 335 წელს ვანდალები რომის ფედერატებად დაასახლეს პანონიაში. V საუკუნის დასაწყისში (ალანებთან ერთად) დაიძრნენ დასავლეთისაკენ. რამდენიმე წლის განმავლობაში არბევდნენ გალიას, ხოლო 409 წელს დასახლდნენ ესპანეთში. 429 წელს მეფე გაიზერიხის მეთაურობით ვანდალებმა გადალახეს გიბრალტარი. 10 წლის განმავლობაში დაიპყრეს რომის პროვინცია აფრიკა (439 წელს აიღეს კართაგენი) და იქ თავისი სამეფო დააარსეს. აქედან ვანდალები თავს ესხმოდნენ დასავლეთ ხმელთაშუა ზღვის კუნძელებსა და სანაპიროებს. დაპყრობილი ჩრდილოეთ აფრიკის ტერიტორიის ნაწილი ვანდალებმა რომის მაგნატებს ჩამოართვეს და თვითონ დაინაწილეს, რამაც დააჩქარა მათთნ გვაროვნული წყობილების რღვევა და ფეოდალიზმის ელემენტების მომწიფება. 533-534 წწ. გამდიდრებულ წარჩინებულთა და რიგით მეომრებს შორის არსებული წინააღმდეგობებით დასუსტებული ვანდალების სამეფო ბიზანტიამ დაიპყრო; ვანდალები შეერწყნენ ადგილობრივ მოსახლეობას.

ვანდალების მეფეები[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]