თავთუხისფერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ბუნებრივად თავთუხისფერთმიანი გოგო

თავთუხისფერი — ძალიან ღია, თეთრში გარდამავალი ქერა თმის ფერი. საერთაშორისო ტერმინია ბლონდი. ასეთი ფერის თმის მქონე ადამიანთა განსახლების ძირითადი ადგილი ჩრდილო-დასავლეთ ევროპაა. მაგალითად, სკანდინავიის, ფინეთისა და ისლანდიის მოსახლეობის დიდი ნაწილი თავთუხისფერთმიანია.

ტერმინი თავთუხისფერი ერთობ გავრცელებული იყო ძველ ქართულში. აღსანიშნავია, რომ იმჟამინდელ ქართულ მოსახლეობაში ასეთი შეფერილობის თმით მოსახლეობის მოზრდილი ნაწილი გამოირჩეოდა, რასაც მოწმობს როგორც უცხოელ ისტორიკოს-მოგზაურთა აღწერები, ასევე ახლახან სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში, ტაოელთა უძველეს სამარხებში ნაპოვნ ადამიანთა ნეშთებზე ჩატარებული დნმ ანალიზები, რამაც დაამტკიცა, რომ 30 სამარხიდან, თითოში ასამდე სხვადასხვა ასაკის მიცვალებულთა თმის ფერი ან ძალიან ღია ქერა ან ღია ჟღალი ფერის იყო.[საჭიროებს წყაროს მითითებას]

დღესდღეობით, ტერმინი თავთუხისფერი სალაპარაკო ქართულში თითქმის არ გამოიყენება და სრულიად ჩანაცვლებულია ტერმინებით ღია ქერა და ბლონდი.

ქართველი კლასიკოსი კონსტანტინე გამსახურდია თავის ისტორიულ რომანებში, ძველი ქართველების აღწერისას, ხშირად გამოიყენებდა სიტყვას თავთუხისფერი. მაგალითად, რომანში "დიდოსტატის მარჯვენა" ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი ქალი, კვეტარის ერისთავის ასული შორენა კოლონკელიძე და მისი საქმრო ჭიაბერ ერისთავი თავთუხისფერთმიანებია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • . "სამხრეთ სემნიდან აღებული მუმიების თმის ნიმუშების ანალიზი(სუდანის ნუბია)". ფიზიკური ანთროპოლოგიის ამერიკული ჟურნალი. 1978. http://wysinger.homestead.com/hair_semma.pdf. Retrieved 2011-02-03.
  • . "ქერათა" წარმოშობა, ინტერნეტ ეტიმოლოგიური ლექსიკონიდან.
  • . "ქერა/ბრუნეტი" ინგლისური ენის ამერიკული მემკვიდრეობის ლექსიკონიდან (1996)