პორტალი:საქართველოს ისტორია/რჩეული სტატია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მარჯანიშვილის თეატრის შენობა XX ს. დასაწყისში

კოტე მარჯანიშვილის სახელობის აკადემიური დრამატული თეატრი ქუთაისში დაარსდა 1928 წელს კოტე მარჯანიშვილის მიერ, ხოლო 1930 წელს თბილისში გადავიდა, როგორც მეორე სახელმწიფო თეატრი და ძმები ზუბალაშვილების სახალხო სახლის შენობა დაიკავა. ყოფილი „სახალხო სახლი“ ქართველი მეწარმის კონსტანტინე ზუბალაშვილის დაკვეთით აიგო 1907 წელს.

პირველ სეზონში დადგმულ სპექტაკლთა შორის იყო ერნესტ ტოლერის „ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ!“, ბერნარდ შოუს „წმინდა ქალწული“, კარლ გუცკოვის „ურიელ აკოსტა“ და პოლიკარპე კაკაბაძის „ყვარყვარე თუთაბერი“. მოსამზადებელი პერიოდი ისეთი დაძაბული და დამუხტული იყო, რომ უშანგი ჩხეიძე მას საბრძოლო მზადებას ადარებდა. პრემიერა წარმატებული გამოდგა — მაყურებელი თბილისიდან ქუთაისში არა მხოლოდ პრემიერებზე, არამედ რიგით სპექტაკლებზეც ჩადიოდა. 1930 წელს თეატრმა პირველი გასტროლები ჩაატარა ხარკოვსა და მოსკოვში. საგასტროლოდ წაღებულ სპექტაკლთა შორის იყო „ურიელ აკოსტა“ — კოტე მარჯანიშვილის ერთ-ერთი საუკეთესო სპექტაკლი, რომელმაც მრავალ სეზონს გაუძლო. იგი რამდენიმეჯერ აღადგინეს ახალი თაობის მსახიობების მონაწილეობით. პირველი შემსრულებლები იყვნენ უშანგი ჩხეიძე — ურიელი, ვერიკო ანჯაფარიძე — ივდითი, შალვა ღამბაშიძე — დე სილვა, ალექსანდრე ჟორჟოლიანი — ბენ აკიბა. ისინი ქართული სამსახიობო ხელოვნების ლეგენდებად დარჩნენ. (...სრულად)

სურათზე: მარჯანიშვილის თეატრის შენობა, XX ს დასაწყისში.