პორტალი:ახალი ისტორია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ინდექსი · ძიება · კატეგორიები · რჩეული სტატიები და პორტალები · ყველა თემა

გეოგრაფია · ისტორია · კულტურა · მეცნიერება · რელიგია · საზოგადოება · საქართველო · სპორტი · ხელოვნება

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ახალი და უახლესი ისტორიის პორტალში
Steamtrain.JPG

ახალი ისტორია მოიცავს მსოფლიო ისტორიის პერიოდს შუა საუკუნეების დასრულებიდან XX საუკუნემდე. მოცემულ პერიოდში აღინიშნა მეცნიერების და ტექნიკის სწრაფი განვითარებით, გეოგრაფიული აღმოჩენებით და ევროპის გავლენის ექსპანსიით მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეებში. ამ პერიოდში მოხრა ფეოდალური ურთიერთობების რღვევა, ახალი ტიპის საზოგადოების ჩამოყალიბება, ძველელი ფასეულობების გადახედვა და ახლების ჩამოყალიბება. რაც ყოველთვის უსისხლოდ არ მომხდარა.

რჩეული სტატია
Map of territorial growth 1775.jpg

ამერიკის რევოლუცია იყო მოვლენების, იდეებისა და ცვლილებათა სერია, რის შედეგადაც ჩრდილოეთ ამერიკის ცამეტი კოლონია გამოეყო ბრიტანეთის იმპერიას და შეიქმნა ამერიკის შეერთებული შტატები. ამერიკის რევოლუციური ომი (1775-1783) რევოლუციის ერთი ნაწილი იყო, რადგან რევოლუცია დაიწყო დიდი ხნით ადრე ლექსინგტონსა და კონკორდთან პირველ გასროლამდე და გრძელდებოდა იორკთაუნთან ბრიტანლეთა დამარცხების შემდეგაც.

ამერიკის რევოლუციის ხასიათსა და მის მნიშვნელობაზე მრავალი ინტერპრეტაცია არსებობს. რევოლუცია დაახლოებით ფრანგებისა და ინდიელთა ომის (1754-1763) დროს დაიწყო და დასრულდა ჯორჯ ვაშინგტონის აშშ-ის პირველ პრეზიდენტად არჩევით 1789 წელს. (სრულად...)

რჩეული ბიოგრაფია
მაქსიმილიან II

მაქსიმილიან II (გერმ. Maximilian II.) (* 28 ნოემბერი 1811; † 10 მარტი 1864) - ბავარიის მეფე 1848-1864 წლებში.

მაქსიმილიან II ვიტელსბახების დინასტიის წარმომადგენელი იყო. მისი მეუღლე იყო პრუსიელი პრინცესა მარიე ფრედერიკე.

21 წლის ასაკში ჯერ კიდევ კრონპრინცმა მაქსმა შეიძინა ჰოენშვანგაუს ნანგრევები და სასახლის აგება დაიწყო. სასახლე მისი მემკვიდრის, ლუდვიგის სასახლეების შთაგონების წყარო გახდა.

1848 წელს მამის ტახტიდან გადადგომის შემდგომ იგი ბავარიის მეფე გახდა. საგარეო პოლიტიკური კურსი გერმანიის კავშირში ბავარიის დამოუკიდებლობის შენარჩუნება იყო. ქვეყნის საშინაო პოლიტიკაში მისთვის მნიშვნელოვანი იყო კულტურისა და მეცნიერების განვითარების ხელშეწყობა. მის მიერ მიუნხენის უნივერსიტეტში მოწვეულ იქნენ გერმანიის ცნობილი პროფესორები (მათ შორის იუსტუს ფონ ლიბინგი), რომლებთან ერთად 1854 წლიდან მეფე ყოველკვირეულად სიმპოზიუმებს მართავდა. (სრულად...)

თვის მნიშვნელოვანი გამოგონება
ადრეული საბეჭდი მანქანა.

საბეჭდი მანქანა — მექანიკური, ელექტრომექანიკური ან ელოქტორნული მოწყობილობა ღილაკებით, რომლებზე დაჭერით ასოები და სხვა ნიშნები იბეჭდება დოკუმენტზე, როგორც წესი, ქაღალდზე. ამ მოწყობილობაზე მომუშავე ადამიანებს მბეჭდავებს უწოდებდნენ. 80-იანი წლების ბოლოდან საბეჭდი მანქანები თანდათან გამოდევნა პერსონალურმა კომპიუტერებმა და XX საუკუნის ბოლოსთვის თითქმის არ გამოიყენება. მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად საბეჭდი მანქანები მოძველებულად აღიქმება, ერთ დროს ისინი ძალიან სასარგებლო იყო. საბეჭდ მანქანას აქვს კლავიატურა, ღილაკით თითოეული ანბანის შრიფტისა და დამატებითი ნიშნისთვის.(სრულად...)

იცოდით, რომ...
თარგი:იცოდით, რომ.../ახალი
ქვეყნები და რეგიონები
თარგი:ქვეყნები და რეგიონები/ახალი
რევოლუციები
თარგი:რევოლუციები/ახალი
ნაპოლეონის ომები
ახალი სტატიები
კატეგორიები
თარგი:კატეგორიები/ახალი
კვირის პროექტი
თარგი:კვირის პროექტი/ახალი
რჩეული ფოტოსურათი
Washington Tomb.jpg

აშშ-ს პირველი პრეზიდენტის ჯორჯ ვაშინგტონის აკლდამა მაუნთ ვერნონის პლანტაციაზე.