პორტალი:უძველესი ისტორია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება უძველესი ისტორიის პორტალში
ამ პორტალში გაერთიანებულია უძველესი ცივილიზაციების ისტორია, როგორებიცაა შუმერული ცივილიზაცია, ასურეთის, ბაბილონის და შუამდინარეთის სხვა უძველესი სახელმწიფოები, ძველი ეგვიპტე და ახლო აღმოსავლეთის უძველესი ქვეყნების ისტორია.
რჩეული სტატია

ხამურაბის კანონები შეიქმნა ბაბილონში მეფე ხამურაბის მიერ ძვ. წ. XVII საუკუნეში.

ხამურაბის კანონები მესოპოტამიის ისტორიაში არაა პირველი კანონმდებლობა. კანონების ჩვენამდე მოღწეული პირველი კოდექსი შუმერ მეფეს შულგის ეკუთვნის. შემდეგი ჩვენამდე მოღწეული კანონმდებლობა ისინის სამეფოს მეფეს ლიპიტ-იშტარს მიეკუთვნება. ხოლო ხამურაბის კანონების უშუალო წინამორბედია ეშნამუს კანონები, რომლებიც ძვ. წ. 1790 წლით თარიღდება.

ამრიგად სახეზეა მესოპოტამიის იურისპუდენციის ტრადიციის განვითარება. იმ დროს არ არსებობდა დღევანდელი ცნება nullum crimen sine lege - დანაშაული არ არსებობს თუ კი იგი არაა მითითებული კანონებში. ამიტომ მესოპოტამიელი იურისტები არ ცდილობდნენ კანონებში ყველანაერი შემთხვევები აესახათ. მესოპოტამიური იურისპუდენციის განვითარების კულმინაცია კი სწორედ ხამურაპის კანონები გახლდათ.(...სრულად)

იცოდით, რომ...
  • ...ბორბალი, ირიგაცია, დამწერლობა და სხვა მრავალი რამ, რის გარეშეც ადამიანის ცხოვრება წარმოუდგენელია შუმერებმა გამოიგონეს...
  • ...შუმერების თვითდასახელება "შავთავიანებია", რატომ უწოდეს მათ საკუთარ თავს ასე, ან საიდან მოვიდნენ ქვემო მესოპოტამიაში ეს უცნობია...
  • ...ცნობილი ზიკურატები, რომლის შესახებაც ბიბლიიდანაც ვიცით (ბაბილონის გოდოლი), პირველად შუმერებმა, ქალაქ ურში ააშენეს...
  • ...ბიბლიური პატრიარქი აბრაამი წარმოშობით ქალაქ ურიდან იყო...
კატეგორიები
უძველესი ისტორია

არქეოლოგიაასირიოლოგიაშუმერული ცივილიზაციაძველი ახლო აღმოსავლეთიეგვიპტოლოგიაძველი ინდოეთიძველი ჩინეთიუძველესი საქართველო

არქეოლოგია

შურუფაქი აღმოაჩინა გერმანულმა არქეოლოგიურმა ექსპედიციამ 1902 წელს ვალტერ ანდრეს ხელმძღვანელობით. ქალაქში აღმოაჩინეს ლურსმული დამწერლობით დიდი ბიბლიოთეკა. შურუპაკის ბიბლიოთეკა 3 ნაწილად იყოფა, ესაა სხვადასხვა სამეურნეო ტექსტები, (სრულად...)

დღის ფოტოსურათი
ქალბატონი ურუქიდან. ძვ. წ. III ათასწლეულის დასაწყისი, ქალის გამოსახულება ალებასტრისგან.
ახალი სტატიები