პორტალი:კლასიკური ცივილიზაცია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ინდექსი · ძიება · კატეგორიები · რჩეული სტატიები და პორტალები · ყველა თემა

გეოგრაფია · ისტორია · კულტურა · მეცნიერება · რელიგია · საზოგადოება · საქართველო · სპორტი · ხელოვნება


"ისტორია იწერება ჭეშმარიტების დასადგენად."
პლინიუს უმცროსი
კლასიკური ცივილიზაციის პორტალი.png
ანტიკური ისტორია
სახელმწიფოები ძველი რომი, ძველი საბერძნეთი

რომის პროვინციები · რომის სახელმწიფო ინსტიტუტები · ბერძნული ქალაქ-სახელმწიფოები · რომაული სამართალი

რელიგია და მითოლოგია მითოლოგია

ბერძნული მითოლოგია, რომაული მითოლოგია

პიროვნებები ძველი ბერძნები, რომაელები

რომაელი მწერლები ·რომაელი ისტორიკოსები · ძველი ბერძენი ისტორიკოსები · ძველი ბერძენი მათემატიკოსები · ძველი ბერძენი ფილოსოფოსები · ძველი საბერძნეთის პოლიტიკური მოღვაწეები · რომის პოლიტიკური მოღვაწეები

ხელოვნება, ლიტერატურა, მუსიკა ანტიკური ხელოვნება
ძველი ბერძნული ხელოვნება, ძველი ბერძნული ლიტერატურა, რომაული ლიტერატურა და ისტორიოგრაფია, რომაული არქიტექტურა ·ანტიკური ფერწერა · ბერძნული დრამა · ანტიკური სკულპტურა
ახალი სტატიები
რისი გაკეთება შემიძლია
Nuvola apps edu miscellaneous.png
რჩეული სტატია
Battaglia di Capo Ecnomo.gif

ეკნომის კონცხის ბრძოლაპირველი პუნიკური ომის დროს, საზღვაო ბრძოლა რომის და კართაგენის ფლოტებს შორის, ძვ. წ. 256 წელს, სიცილიის ნაპირებთან, ეკნომუსის კონცხთან, თანამედროვე ლიკატას მახლობლად. მასში მონაწილეთა რაოდენობით (თითო გემზე 300 მენიჩბე და 150 ჯარისკაცი), ეს იყო ანტიკური ეპოქის უდიდესი საზღვაო ბრძოლა. ომის დაწყებიდან უკცე 8 წელი გავიდა, რომლშიც რომაელებმა დაამტკიცეს თავისი სახმელეთო უპირატესობა და შექმნეს ფლოტი, რომელმაც, უკვე შეძლო კართაგენული გამოცდილი ფლოტისთვის ღირსეული მეტოაქეობის გაწევა. სიცილიაზე 8 წლიანი ომის შემდეგ ორივე მხარე ჩიხში შევიდა, ვინაიდან ორივე მხარე ერთნაერად ძლიერი იყო. ჩიხიდან გამოსასვლელად რომაელებმა გადაწყვიტეს საომარი მოქმედებების ლივიის დაუცველ ნაპირებზე გადატანა. რომაელებმა მესინაში გადაისროლეს 330 გემი. ფლოტს ორივე კონსული, მარკუს ატილიუს რეგულუსი და ლუციუს მანლიუს ვულსონ ლონგუსი მეთაურობდნენ, აქედან კი ფლოტი ეკნომისკენ დაიძრა, სადაც სახმელეთო ჯარები იდგა, რომელიც 4 ლეგიონისგან და დამხმარე ჯარებისგან შედგებოდა. ამავდროულად კართაგენელებმა ჯერ ლილიბეუმისკენ, შემდეგ ჰერაკლეა მინოასკენ გადაისროლეს 350 გემი. კართაგენელებს კარგად ესმოდათ ლივიის ნაპირების დაუცველობა, ამიტომ მათ განიძრახეს საზღვაო ბრძოლით აღეკვეთათ რომაელთა აფრიკული ექსპედიცია. ამიტომ კართაგენული ფლოტიც ეკნომისკენ გაემართა. (სრულად...)

კვირის პიროვნება
ჰორაციუსი

ნუმა პომპილიუსი (Numa Pompilius) (* 21 აპრილი, ძვ. წ. 753 ― † ძვ. წ. 674) - რომის ლეგენდარული მეორე მეფე.

ნუმა პომპილიუსი წარმოშობით საბინელი იყო, ქალაქ კუროსიდან. პლუტარქეს ცნობით იგი რომის დაარსების დღეს დაიბადა. მამამისს, პომპონიუსს, ოთხი ვაჟი ჰყავდა, ნუმა უმცროსი იყო. ზოგი ანტიკური ავტორი ამტკიცებდა რომ იგი პითაგორას მოსწავლე იყო, მაგრამ პითაგორა ნუმაზე 200 წლით გვიან ცხოვრობდა. ტიტუს ლივიუსი მიიჩნევს რომ ნუმას მაღალი მორალური თვისებების მისაღწევად სრულიად არ ესაჭიროებოდა განათლების უცხოელ ფილოსოფოსთან მიღება, ვინაიდან საბინელები ზნეობით გამოირჩეოდნენ.

მის ზნეობრივ პრინციპებზე რომულუსის თანამმართველმა ტატიუსმაც შეიტყო და მიათხოვა ნუმას ერთადერთი ქალიშვილი. მიუხედავად ამისა, იგი არ გადასახლდა რომში, რადგან მშვიდი ცხოვრება ერჩივნა. დაქორწინებიდან 13 წლის შემდეგ ტატია გარდაიცვალა. დაქვრივების შემდეგ ნუმამ ქალაქი დატოვა და წმინდა ტყეში დასახლდა. ჭორების მიხედვით იგი მუზას შეუყვარდა და იქ ერთად ცხოვრობდნენ. (სრულად...)

იცოდით, რომ...
არქეოლოგია
  • გერმანულ ქალაქ ტრირში მშენებლობისას აღმოაჩინეს რომაული მონეტების საგანძური. სულ აღმოჩენილ იყო რომში გამოშვებული 2570 მონეტა. ყველაზე ძველი მონეტები ნერონის დროსაა გამოშვებული, ხოლო ყველაზე გვიანდელი სეპტიმიუს სევერუსის დროინდელი. სრული ტექსტი
  • ბრიტანეთში მშენებლებმა აღმოაჩინეს რომაული ვილა, რაც გახდა ბრიტანული არქეოლოგიის სენსაციური აღმოჩენა. როგორც ჩანს ვილა არა მხოლოდ საცხოვრებელი იყო, არამედ ასრულებდა მნიშვნელოვან ადმინისტრაციულ ფუნქციებს. სრული ტექსტი
დღის ფოტოსურათი
002 Augustus.jpg

ძვ. წ. 27 წლის 13 იანვარს ოქტავიანე ავგუსტუსი (ლათ. IMPERATOR CAESAR DIVI FILIVS AVGVSTVS) დათანხმდა იმპერატორის ავგუსტუსის და პრინცეპსტის წოდებების მიღებაზე და გახდა რომის იმპერიის ერთპიროვნული მმართველი. ეს დღე ითვლება რომის რესპუბლიკის დასასრულის და იმპერიის დაბადების დღეთ.

წყარო: სეპარაუდი
სხვა რჩეული ფოტოები / რედაქტირება