რომბლონი (რომბლონი)
ადმინისტრაციული ერთეული | ||
---|---|---|
რომბლონი | ||
ქვეყანა | ფილიპინები | |
კოორდინატები | 12°34′43″ ჩ. გ. 122°16′28″ ა. გ. / 12.5788694° ჩ. გ. 122.2746556° ა. გ. | |
ფართობი | 86.87 კმ² | |
მოსახლეობა | 40 554 (1 მაისი, 2020)[1] | |
სატელეფონო კოდი | 42 | |
საფოსტო ინდექსი | 5500 | |
ოფიციალური საიტი | http://www.romblon.gov.ph/ | |
| ||
რომლონი (ოფიციალურად რომბლონის მუნიციპალიტეტი) — მესამე კლასის მუნიციპალიტეტი და რომბლონის პროვინციის დედაქალაქი ფილიპინებში. 2015 წლის აღწერით, მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 38 758 ადამიანს შეადგენს.
ქალაქი პროვინციის სამი კუნძულიდან ერთ-ერთს, რომბლონის კუნძულს მოიცავს. რომბლონი პროვინციის დედაქალაქია და შესაბამისად, სამთავრობო ინსტიტუტებიც აქ არის განთავსებული. კუნძულის მაცხოვრებლები ძირითადად რომბლომანონურ ენაზე ან ინის ენაზე საუბრობენ.
რომბლონი ცნობილია ადგილობრივი მარმარილოს ინდუსტრიით და ქვეყნის მასშტაბით მინერალის მეორე უდიდესი მწარმოებელია. სუფთა პლაჟებისა და ესპანური ხანის ტყუპი ფორტების წყალობით ბოლო წლებში ქალაქი ტურისტული დანიშნულების ადგილი ხდება.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მუნიციპალიტეტი რომბლონის კუნძულს და უფრო პატარა კუნძულებს: ალადს, კობრადორსა და ლოგბონს მოიცავს. მუნიციპალიტეტი რომბლონის ყურის სანაპიროს გასწვრივ მდებარეობს. ყურე ბუნებრივი ნავსადგურია და ცუდი ამინდის დროს გემების თავშესაფარია. მუნიციპალიტეტის უმაღლესი წერტილი ლაგტინგის მთაა, რომელიც საბლაიანის ბარანგაიში ზღვის დონიდან 444 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. მუნიციპალიტეტი პოლიტიკურად 31 ბარანგაიდ იყოფა.
კლიმატი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კორონას კლიმატის კლასიფიკაციით, რომბლონი III ტიპის კლიმატურ სარტყელში მდებარეობს. ამ სარტყელში მშრალი და წვიმების სეზონი მკვეთრად გამოხატული არაა. ჩვეუელბრივ, წვიმების სეზონი ივნისიდან ნოემბრამდე, ზოგჯერ დეკემბრამდე გრძელდება, როდესაც სამხრეთ-დასავლეთის მუსონები ჭარბობს. მშრალი სეზონი იანვრიდან მაისამდე გრძელდება, მაგრამ ზოგჯერ მოულოდნელად წვიმს. წლიური საშუალო ტემპერატურა 27 °C-ია (81 °F). ყველაზე ცივი თვე თებერვალია, როდესაც ტემპერატურა 20 °C-მდე (68 °F) ეცემა, ხოლო ყველაზე თბილი თვე მაისია, რომლის დროსაც ტემეპრატურა 35 °C-ს (95 °F) აღწევს. ივნისიდან ოქტომბრამდე მთელ პროვინციაში ჰაბაგატის მუსონებია, ხოლო ამიჰანი (ჩრდილო-აღმოსავლეთი ქარები) კუნძულებზე დეკემბრიდან თებერვლამდე ქრის.[2][3][4]
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მკვიდრ მოსახლეობას რომბლომანონები შეადგენენ. ისინი ყველაზე დიდი ფილიპინური ეთნო-ლინგვისტური ჯგუფი, ვისაიანური ეთნო-ლინგვისტური ჯგუფის წარმომადგენლები არიან. 2015 წლის აღწერით მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 38 758 ადამიანს შეადგენს. რომბლომანონების უმრავლესობა ინიზე საუბრობს, რომელიც ერთ-ერთია პროვინციის სამ ენას შორის, ასისა და ონჰანთან ერთად.
ადგილობრივი მმართველობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1991 წელს მიღებული ადგილობრივი მმართველობის კოდექსისა და 7160-ე რესპუბლიკური აქტის მიხედვით,[5] მუნიციპალიტეტის მთავრობა მერის, ვიცე-მერისა და საკანონმდებლო ორგანოს, მუნიციპალური საბჭოს (Sangguniang Bayan) წევრებითაა დაკომპლექტებული. მუნიციპალური მთავრობის წევრები სამწლიანი ვადით აიჩევიან და ზედიზედ სამჯერ შეიძლება იქნენ არჩეული. ამჟამინდელი მერი ჯერარდ მონტოხოა, ხოლო ვიცე-მერი — მარიანო „ანოი“ მატეო.[6]
ტურიზმი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რომბლონში არაერთი ღირსშესანიშნაობა მდებარეობს: წმინდა იოსების საკათედრო ტაძარი და სამრეკლო: ერთ-ერთი უძველესი კათოლიკური ტაძარი პობლაკიონის ბარიოში მდებარეობს. ეკლესია ადგილობრივმა ხელოსნებმა მარჯნის ბლოკებითა და აგურებით ააგეს. ფუენტე-დე-ბელენი: მდებარეობს მუნიციპალურ მერიაში მდებარე შადრევანია, რომელიც 1864 წელს ააგო ედუარდო ასუერომ. ესპანური კოლონიური ხანის დროს იგი რომბლონისთვის მტკნარი წყლის რესურსს წარმოადგენდა. შადრევნის თავზე მარიამ ღვთისმშობლის გამოსახულებაა.
ძველი მუნიციპალური შენობა მარჯნის კირქვისგან ესპანელების მმართველობის დროს ააგეს. მასში ადგილობრივი გვარდიის შტაბ-ბინაა განთავსებული. შენობას ძველი არქიტექტურა შენარჩუნებული აქვს და მასში სამთავრობო ოფისები და მუნიციპალური საპატიმროა განთავსებული.[7] ეპისკოპოსის სასახლე ან ვილა დელ მარი: ლონოსის ბარანგაიში მდებარეობს და რომბლონის ეპისკოპოსის ოფიციალური რეზიდენციაა. იგი რომბლონის პირველი ეპისკოპოსის, ნიკოლას მონდეხარის დროს თიხის აგურებისგან აიგო.
სან-ანდრესისა და სანტიაგოს ფორტები: 1644 და 1573 წლებში მარჯნის ბლოკებისა და აგურებისგან აგებული ტყუპი ესპანური ფორტები მთელ ქალაქსა და ნავსადგურს გადაჰყურებს. ფორტები მუსლიმი მოთარეშეებისა და ნიდერლანდელი მეკობრეების თავდასხმების დროს ფორტებს მოსახლეობის დასაცავად იყენებდნენ. რომბლონის ნავსადგური ესპანური მმართველობის დოიდან მოყოლებული საზღვაო ტრანსპორტის თავშესაფრის ფუნქციას ასრულებდა. ყურეში ესპანური გალეონი და იაპონური საბრძოლო ხომალდია ჩაძირული.
რომბლონზე არაერთი პლაჟი მდებარეობს: ტალიპასაკის პლაჟის კურორტი გინაბლანის ბარანაგაიდან 13 კმ-ის დაშორებით, ხოლო ტიამბანის პლაჟი ლონოსის ბარანგაიში მდებარეობს. კუნძულის აღმოსავლეთ ნაწილში კობრადორის პლაჟი მდებარეობს, რომელიც თეთრი ქვიშითა და მარჯნებითაა დაფარული.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Romblon Profile at PhilAtlas.com
- Philippine Census Information
- Local Governance Performance Management System დაარქივებული 2016-03-03 საიტზე Wayback Machine.
- Tourist Attractions - Romblon, Romblon დაარქივებული 2013-07-28 საიტზე Wayback Machine. Provincial Government of Romblon website. Retrieved on 1 April 2013
- Romblon Island at OpenStreetMap
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 2020 Census of Population and Housing (2020 CPH) Population Counts Declared Official by the President — Philippine Statistics Authority, 2021.
- ↑ History. Romblon Province. Romblon Provincial Government. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 ნოემბერი 2013. ციტირების თარიღი: 8 September 2015.
- ↑ History. Profile of Romblon Province (2013). ციტირების თარიღი: 8 September 2015.
- ↑ (2010) Geo-Physical Environment. Romblon: Provincial Government of Romblon.
- ↑ An act providing for a local government code of 1991. 8th Congress of the Republic of the Philippines. ციტირების თარიღი: April 21, 2014.
- ↑ Halalan 2019 Philippine Election Results.
- ↑ National Museum News. National Museum (2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — 31 მაისი 2014. ციტირების თარიღი: 31 May 2014.