ფერდინანდ I (ავსტრია)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ფერდინანდ I
Ferdinand I; Keizer van Oostenrijk.jpg
ავსტრია-უნგრეთის იმპერატორი
კორონაცია: 1. 28 დეკემბერი, 1835,
ბრატისლავა
(ავსტრია-უნგრეთ-ხორვატიის მეფედ)
2. 7 სექტემბერი, 1836,
პრაღა
(ბოჰემიის მეფედ)
3. 6 სექტემბერი, 1838,
მილანი
(ლომბარდო-ვენეციის მეფედ)
მმართ. დასაწყისი: 2 მარტი, 1835
მმართ. დასასრული: 2 დეკემბერი, 1848
წინამორბედი: ფრანც I
მემკვიდრე: ფრანც იოზეფ I
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 19 აპრილი, 1793
დაბ. ადგილი: ვენა, ავსტრიის იმპერია
გარდ. თარიღი: 29 ივნისი, 1875, (82 წლის)
გარდ. ადგილი: პრაღა, ავსტრია-უნგრეთის იმპერია
მეუღლე: მარია ანა სავოიელი
სრული სახელი: ფერდინანდ კარლ ლეოპოლდ იოზეფ ფრანც მარსელინი
დინასტია: ჰაბსბურგ-ლოთარინგია
მამა: ფრანც II, საღვთო რომის იმპერატორი
დედა: მარია ტერეზა სიცილიელი
რელიგია: კათოლიციზმი

ფერდინანდ I (გერმ. Ferdinand I, უნგრ. V. Ferdinánd, ჩეხ. Ferdinand I; დ. 19 აპრილი, 1793 — გ. 29 ივნისი, 1875) — ჰაბსბურგ-ლოთარინგიელთა დინასტიის წარმომადგენელი. საღვთო რომის უკანასკნელ იმპერატორ ფრანც II-ისა და მარია ტერეზა სიცილიელის უფროსი ვაჟი. გერმანიის კონფედერაციის პრეზიდენტი, უნგრეთის, ხორვატიისა და ბოჰემიის მეფე (ფერდინანდ V-ის სახელით), ავსტრიის იმპერატორი და ლომბარდო-ვენეციის მეფე.

ფერდინანდი ტახტზე მამის დაღუპვის შემდეგ ავიდა, თუმცა არასტაბილური ჯანმრთელობის გამო ქვეყანას ვერ მართავდა. მის სამფლობელოებს ძირითადად პრემიერ-მინისტრი, ან ოჯახის წევრები მართავდნენ. 1848 წელს, რევოლუციის დაწყებისთანავე გადადგა ტახტიდან თავისი ძმის შვილ ფრანც იოზეფ I-ის სასარგებლოდ და ცოლთან ერთად პრაღაში გადასახლდა. აღსანიშნავია, რომ მრავალწლიანი ქორწინების მიუხედავად ფერდინანდს შვილები არ ჰყოლია.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფერდინანდი დაიბადა 1793 წლის 19 აპრილს. იგი იყო საღვთო რომისა და ავსტრია-უნგრეთის იმპერატორ ფრანც II-ისა და მისი მეორე ცოლის, დედოფალ მარია ტერეზა სიცილიელის უფროსი ვაჟი და მაშასადამე ტახტის მემკვიდრე. მას დაბადებიდან, მშობლებისგან გენეტიკურად გადაეცა ისეთი საშინელი დაავადებები, როგორებიცაა ეპილეფსია, ჰიდროცეფალია, ნერვოლოგიური დარღვევები და მეტყველების დაქვეითებული უნარი. მსგავსი დაავადებებით ხშირად იბადებოდნენ ჰაბსბურგთა ოჯახში, სადაც ძირითადად უახლოესი ნათესავები ქორწინდებოდნენ, ისევე როგორც ფერდინანდის მშობლები, რომლებიც ღვიძლი ბიძაშვილები იყვნენ, ასევე ბიძაშვილები იყვნენ მათი მშობლები და მათი მშობლების მშობლებიც. ანალოგიური შემთხვევა იყო ფერდინანდის დაბადებამდე წინა საუკუნეში ესპანეთის მეფე კარლ II-ის სახით, რომელიც მის მსგავსად უნაყოფო იყო. მიუხედავად ამისა, როგორც ტახტის მემკვიდრე, მშობლებმა მაინც უზრუნველყვეს განათლებით. მისი პედაგოგი ბარონი იოზეფ კალასანც ფონ ერბერგი და მისი ცოლი, ატემის გრაფინია ჟოზეფინა იყო.

მმართველობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფერდინანდის კორონაცია პრაღაში

1831 წლის 27 თებერვალს ფერდინანდმა ცოლად სარდინიის მეფის ასული მარია ანა სავოიელი შეირთო. ექიმები მიიჩნევდნენ, რომ მიუხედავად ეპილეფსიური შეტევებისა და სხვა არაერთი დაავადებისა, იგი შეძლებდა მემკვიდრის დატოვებას. ცნობილია, რომ მას მხოლოდ ქორწინების პირველ ღამეს ხუთჯერ დაემართა ეპილეფსიური კრუნჭხვა, რის გამოც მან სამუდამოდ უარი განაცხადა სარეცელის გაყოფაზე, რაც თავისთავად მემკვიდრის გარეშე დარჩენას გულისხმობდა. აღსანიშნავია, რომ ფერდინანდს ყველაზე ახლო ურთიერთობა თავის მზარეულთან ჰქონდა, რომელიც ხშირად უმზადებდა მის საყვარელ ტკბილეულ — კოიდელებს. როდესაც 1835 წელს ფრანც II დაიღუპა და ტახტზე ფერდინანდ I ავიდა, მან პირველად ასეთი რამ განაცხადა: „მე ვარ იმპერატორი და მე კოიდელები მინდა!“.

ფერდინანდი მართალია ასე თუ ისე საღად მოაზროვნე კაცი იყო, მაგრამ ქვეყნის მართვა არ შეეძლო. ეპილეფსიური კრუნჩხვები, რომლებიც დღეში ოცჯერ მაინც ემართებოდა, მას, როგორც იმპერატორს არაქმედითუნარიანს ხდიდა. ამის გამო სამეფო ოჯახისა და უმაღლესი არისტოკრატებისაგან ჩამოყალიბდა საიმპერატორო რეგენტთა საბჭო, რომელიც მთელი ამ წლების მანძილზე ფერდინანდისგან დამოუკიდებლად განაგებდა ყველაფერს.

1848 წლის რევოლუცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : 1848 წლის რევოლუციები.

1848 წელს მთელი ევროპა რევოლუციებმა მოიცვა. ამ დროს რევოლუცია მოხდა ბელგიაში, საფრანგეთში, ესპანეთში, რუმინეთში, ნიდერლანდებში, გერმანიაში, იტალიაში, პოლონეთსა და დიდ ბრიტანეთში. განსაკუთრებულად მტკივნეულად ეს საფრანგეთსა და ავსტრია-უნგრეთს შეეხო. საფრანგეთის შემთხვევაში მონარქია დაამხეს და სამეფო ოჯახი გააძევეს, რაც შეეხება ავსტრიას, აქ არა ერთი, არამედ რამდენიმე რევოლუცია მოხდა ვენაში, ბუდაპეშტსა და პრაღაში. როდესაც რევოლუციონერები ვენის საიმპერატორო სასახლეს მიადგნენ ფერდინანდმა თავის მდივანს ჰკითხა, რომლისგან პასუხის მიღების შემდეგაც იკითხა: „მაგრამ ისინი ხომ დანაშაულს სჩადიან ?!“. სულ მალე ფერდინანდ I საიმპერატორო ტახტიდან თავისი ძმისწულ ფრანც იოზეფ I-ის სასარგებლოდ გადადგა, რომელმაც მოახერხა რევოლუციური ტალღის შეჩერება.

დარჩენილი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტახტიდან გადადგომა ფერდინანდს არასდროს უნანია. იგი ამის შემდეგ თავის ცოლთან ერთად პრაღის სასახლეში დაბინავდა და აქ საკმაოდ მდიდრულად გაატარა უკანასკნელი წლები. ცნობილია, რომ ჩეხებმა მას მეტსახელად კეთილიც კი შეარქვეს. იგი სწორედ აქ გარდაიცვალა, 1875 წლის 29 ივნისს, 82 წლის ასაკში, ეპილეფსიური კრუნჩხვის შედეგად. ფერდინანდი ვენაში გადაასვენეს და აქ საიმპერატორო ბაზილიკაში დაკრძალეს.

წინაპრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Felix Czeike: Historisches Lexikon Wien. Band 2: De–Gy. Kremayr & Scheriau, Wien 1993, ISBN 3-218-00544-2, S. 281.
  • Webseite über die Begräbnisstätten der Habsburger in Wien (Memento des Originals vom 27. Mai 2007 im Internet Archive) i Info: Der Archivlink wurde automatisch eingesetzt und noch nicht geprüft. Bitte prüfe Original- und Archivlink gemäß Anleitung und entferne dann diesen Hinweis.
  • Friedrich Weissensteiner: Frauen auf Habsburgs Thron – die österreichischen Kaiserinnen. Ueberreuter Wien, 1998, ISBN 3-8000-3709-2
  • Meyers Konversations-Lexikon, 5. Auflage, 6. Band, Bibliographisches Institut, Leipzig und Wien 1894, S. 296 f.
  • Wien, den 9. August.. In: Wiener Zeitung, 10. August 1832, S. 1
  • Neues über den Attentäter Reindl.. In: Badener Zeitung, 18. Mai 1912, S. 4
  • Thomas Nipperdey: Deutsche Geschichte 1800–1866. Bürgerwelt und starker Staat. C.H. Beck, broschierte Sonderausgabe 1998, S. 339
  • Hans-Ulrich Wehler: Von der Reformära bis zur industriellen und politischen „Deutschen Doppelrevolution“ 1815–1845/49 (= Deutsche Gesellschaftsgeschichte, Bd. 2). Beck,München 1987, S. 368.
  • Museum-Online-Archiv 1996 (Memento des Originals vom 8. Mai 2005 im Internet Archive) i Info: Der Archivlink wurde automatisch eingesetzt und noch nicht geprüft. Bitte prüfe Original- und Archivlink gemäß Anleitung und entferne dann diesen Hinweis.
  • Todesnachricht in der Wiener Abendpost, Beilage zur amtlichen Tageszeitung Wiener Zeitung, Nr. 146 / 30. Juni 1875, S. 1
  • Lorenz Mikoletzky: Ferdinand I. von Österreich (1835–1848). In: Anton Schindling, Walter Ziegler (Hrsg.): Die Kaiser der Neuzeit, 1519–1918. Heiliges Römisches Reich, Österreich, Deutschland. Verlag C.H.Beck, München 1990, ISBN 3-406-34395-3.
  • Christian Dickinger: Franz Joseph I. Die Entmythisierung. Verlag Ueberreuter, Wien 2002, ISBN 3-8000-3858-7; S. 77.