მაქსიმილიან I (ბავარია)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მაქსიმილიან I (IV)
Maximilian I. von Bayern
ბავარიის კურფიურსტი
მმართ. დასაწყისი: 16 თებერვალი 1799
მმართ. დასასრული: 1 იანვარი 1806
წინამორბედი: კარლ IV თეოდორი
მემკვიდრე: ტიტული გაუქმდა
ბავარიის მეფე
მმართ. დასაწყისი: 1 იანვარი 1806
მმართ. დასასრული: 13 ოქტომბერი 1825
წინამორბედი: ტიტული დაარსდა
მემკვიდრე: ლუდვიგ I
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 27 მაისი 1756
დაბ. ადგილი: შვეტცინგენი
გარდ. თარიღი: 13 ოქტომბერი 1825
გარდ. ადგილი: მიუნხენი
მეუღლე: ავგუსტა ვილჰელმინა ჰესენ-დარმშტადტელი
(ქ. 1785 - გარდ. 1796)
კაროლინა ბადენელი
(ქ. 1797)
შვილები: ლუდვიგ I, ბავარიის მეფე
ავგუსტა, ლოიხტენბერგის ჰერცოგინია
კაროლინა, ავსტრიის იმპერატრიცა
ელიზაბეთი, პრუსიის დედოფალი
ამალია, საქსონიის დედოფალი
სოფია, ავსტრიის ერცჰერცოგინია
მარია, საქსონიის დედოფალი
ლუდოვიკა, ბავარიის ჰერცოგინია
დინასტია: ვიტელსბახები
მამა: ფრდირიხ მიხაელი
დედა: მარია ფრანცისკა
რელიგია: კათოლიციზმი

მაქსიმილიან I (გერმ. Maximilian I. von Bayern), ასევე მაქსიმილიან I იოსეფი დ. 27 მაისი, 1756 — გ. 13 ოქტომბერი, 1825) — ბავარიის კურფიურსტი 1799–1806 წლებში (როგორც მაქსიმილიან IV). ბავარიის მეფე 1806 წლის 1 იანვრიდან.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მაქსიმილიან I იყო პრინც მიხაელის და მარია ფრანცისკა ზულცბახელის ვაჟი. 1795 წელს მემკვიდრეობით მიიღო ქალაქი ცვაიბრიუკეი, ხოლო კარლ II თეოდორის გარდაცვალების შემდეგ გახდა ბავარიის კურფიურსტი და იულიხ-ბერგის ჰერცოგი.

მისი მმართველობის დროს დაიხურა მრავალი მონასტერი, უნივერსიტეტი გადაიქანეს ინგოლშტადტიდან ლანდსჰუტში, დაარსდა ხელოვნების აკადემია, გაუმჯობესდა სასკოლო სწავლება, ჩატარდა საფუძვლიანი რეფორმები: შეიარაღებულ ძალებში, ეკონომიკაში, სოფლის მეურნეობაში, გემთშენებლობაში და პოლიციაში.

ბავარიის განათლების სეკულარიზაციაში მაქსიმილიანის ღვაწლის აღსანიშნავად მისი სახელი ეწოდა ბავარიის უნივერსიტეტს: ვიურცბურგის უნივერსიტეტს ეწოდა იულიუს მაქსიმილიანის დახელი და მიუნხენის უნივერსიტეტს ლუდვიგ მაქსიმილიანის სახელი. მაქსიმილიან იოსეფ სახელის ატარებს მიუნხენის ერთ-ერთი მოედენი ძველ უბანში.

ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1785 წელს მაქსიმილიან I დაქორწინდა ავგუსტ ვილჰელმინა ჰესენ-დარმშტადტელზე, რომელთანაც შეეძინა 5 შვილი:

40 წლის ასაკში მაქსიმილიანი დაქვრივდა და 1795 წელს მეორედ დაქორწინდა კაროლინე ბადენელზე, რომელთენაც ეყოლა 8 შვილი:

მაქსიმილიან I-ის ქალიშვილები:ლუდოვიკა, მარია და სოფია

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Herbert Eulenberg: Die letzten Wittelsbacher. Phaidon, Wien 1929. S. 25-55.
  • Hans Lehmbruch: Ein neues München. Stadtplanung und Stadtentwicklung um 1800. Forschungen und Dokumente. Buchendorf 1987
  • Winfried Nerdinger (Hrsg.): Klassizismus in Bayern, Schwaben und Franken – Architekturzeichnungen 1775–1825. Ausstellungskatalog der Architektursammlung der Technischen Universität München und des Münchner Stadtmuseums in Verbindung mit dem Zentralinstitut für Kunstgeschichte und dem Bayerischen Hauptstaatsarchiv. München 1980
  • Martha Schad: Bayerns Königinnen, Piper 2005