ფრანც კარლ ავსტრიელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ერცჰერცოგი ფრანც კარლ ავსტრიელი

ფრანც კარლ იოზეფ ავსტრიელი (გერმ. Franz Karl Joseph von Österreich; დ. 17 დეკემბერი, 1802, ვენა — გ. 8 მარტი, 1878, ვენა) — ავსტრიის ერცჰერცოგი ჰაბსბურგების გვარიდან. ავსტრიის და მექსიკის იმპერატორები მამა. ერცჰერცოგ ფრანც ფერდინანდის პაპა, რომლის მკვლელობაც გახდა პირველი მსოფლიო ომის დაწყების საბაბი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფრანც კარლი დაიბადა 1802 წელს ვენაში. ის იყო იმპერატორ ფრანც II-ის და ორი სიცილიის სამეფოს პრინცესის, ტერეზას ვაჟი.

1824 წლის 4 ნეომბერს ვენაში ის დაქორწინდა ბავარიის მეფის, მაქსიმილიან I-ის და მისი მეორე ცოლის, კაროლინ ბადენელის ქალიშვილზე, სოფია ბავარიელზე. ფრანც კარლი იყო არაპატივმოყვარე და პასური ადამიანი. მაგრამ მიუხედავად ამისა, ის ესწრებოდა საბჭოს სხდომებს, რომელიც მართავდა სახელმწიფოს 1835—1848 წლებში, ფრანცის უფროსი ძმის, ფერდინანდ I-ის უუანარობის გამო. ცოლის დაჟინებული მოთხოვნით, 1848 წლის დეკემბერში მან უარი თქვა ტახტზე ასვლაზე ფერდინანდ I-ის გარდაცვლალების შემდეგ და ნება დართო უფროს ვაჟს, ფრანც იოზეფს გამეფებულიყო. ერცჰერცოგი ფრანც კარლ ავსტრიელი გარდაიცვალა 1878 წლის 8 მარტს ვენაში, მისი ცოლის გარდაცვალებიდან 6 წელიწადში.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფრანც კარლ ავსტრიელს და სოფია ბავარიელს შეეძინათ 5 შვილი:

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Constantin von Wurzbach: Habsburg, Franz Karl Joseph. In: Biographisches Lexikon des Kaiserthums Oesterreich. Band 6, Verlag L. C. Zamarski, Wien 1860, S. 257.
  • Franz Karl (Joseph) In: Österreichisches Biographisches Lexikon 1815–1950 (ÖBL). Band 1. Verlag der Österreichischen Akademie der Wissenschaften, Wien 1957, S. 353.