ყარაბაღი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
დასახლებული პუნქტი
ყარაბაღი
Karmir-shuka.jpeg
კოორდინატები 40°00′56″ ჩ. გ. 46°40′49″ ა. გ. / 40.01578194° ჩ. გ. 46.68051389° ა. გ. / 40.01578194; 46.68051389
[[File:|300px|ყარაბაღი — დედამიწა]]
ყარაბაღი

ყარაბაღი (აზერ. Qarabağ, სომხ. Ղարաբաղ) — დღევანდელი აღმოსავლეთ სომხეთისა და სამხრეთ-დასავლეთ აზერბაიჯანის გეოგრაფიული რეგიონი,რომელიც მცირე კავკასიონის მაღლობიდან ვრცელდება მდინარე მტკვარსა და არაქსს შორის.

ტერიტორია პირობითად დაყოფილია სამ რეგიონად. ესენია: მაღალმთიანი ყარაბაღი (ისტორიული არცახი, დღესდღეობით მისი ტერიტორიის უმეტესი ნაწილი მდებარეობს მთიან ყარაბაღში), დაბლობი ყარაბაღი (მოიცავს სტეპებს მდინარე მტკვარსა და მდინარე არაქსს შორის) და ზანგეზურის ქედის აღმოსავლეთ ფერდობი.[1][2][3][4][5]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანტიკურობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რეგიონი, რომელსაც დღეს ყარაბაღი ეწოდება, უწინ სხვადასხვა კავკასიური ტომებით იყო დასახლებული და ითვლება, რომ სომხეთის სამეფომ დაიპყრო ძვ. წ. II საუკუნეში. ამასთან, შესაძლებელია, რომ ეს რეგიონი ადრე სომხეთის სატრაპიის შემადგენლობაში შედიოდა ერვანდუნების დინასტიის მმართველობის დროს, ძვ.წ. IV საუკუნემდე.[6]

შუა საუკუნეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არაბთა შემოსევებმა მოგვიანებით გამოიწვია რამოდენიმე სომეხი მთავრის წინა პლანზე წამოწევა, რომლებიც მოვიდნენ რათა დაემყარებინათ თავიანთი მმართველობა რეგიონში.[7] საუკუნეების განმავლობაში მუდმივმა ომებმა ამ ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანებს აიძულა, (მათ შორის ყარაბაღის რეგიონში მაცხოვრებლებს) ემიგრაცია წასულიყვნენ სხვა რეგიონებში. მონღოლთა ბატონობის პერიოდში სომეხთა დიდმა ნაწილმა დატოვა დაბლობი ყარაბაღი და თავშესაფრის ძებნა დაიწყეს მაღალმთიან რეგიონებში.[8]

მეთხუთმეტე საუკუნეში, გერმანელმა მოგზაურმა იოჰან შილტბერგერმა შეისწავლა დაბლობი ყარაბაღი და აღწერა ის, როგორც სომხეთის, დიდი და ლამაზი დაბლობი, რომელსაც იმ დრიოსათვის მუსულმანები მართავდნენ.[9] მაღალმთიანი ყარაბაღი 821 წლიდან XIX საუკუნის დასაწყისამდე გადავიდა არაერთი სახელმწიფოს ხელში, მათ შორის აბასიანთა სახალიფოს, ანისის სამეფოს, მონღოლ - ინხანთა, ყარა-ყოიუნლუს, აყ-ყოიუნლუს და სხვა სახელმწიფოების დაქვემდებარებაში.[10]

ადრეული თანამედროვე პერიოდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1813 წელს, გულისტანის საზავო ხელშეკრულების თანახმად, ყარაბაღის მხარე სპარსელებმა დაუთმეს რუსეთის იმპერიას. რუსეთის მმართველობის პერიოდში ყარაბაღის (როგორც დაბლობი, ასევე მაღალმთიანი) რეგიონის ფართობი 13 600 კმ2-ს მოიცავდა, ხოლო შუშა იყო რეგიონის ყველაზე ცნობილი ქალაქი. რეგიონის მოსახლეობას ძირითადათ შეადგენდნენ სომხები, ასევე თათრები, აზერბაიჯანელები და ქურთები. რუსებმა ჩაატარეს აღწერები 1823 წელს და შეამცირეს სოფლების რაოდენობა (თუმცა არა ადამიანები რაოდენობა) და შეაფასეს მთლიანი ყარაბაღის საგადასახადო საფუძველი, რომელიც ასევე შედიოდა დაბლობი ყარაბაღიც.[11]

1823 წელს რუსების მიერ ჩატარებული პირველადი გამოკითხვისა და 1836 წელს გამოქვეყნებული ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, მაღალმთიან ყარაბაღში თითქმის მთელ მოსახლეობას სომხები შეადგენდნედ (96,7% -ს).[12] მთლიანი ყარაბაღის მოსახლეობას, უმეტესწილად შეადგენდნენ მუსულმანები. [13]

თანამედროვე პერიოდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რუსეთის იმპერიის დაშლის შემდეგ, ყარაბაღის ტერიტორიამ წარმოშვა კონფლიქტი სომხეთისა და აზერბაიჯანის ახლად ჩამოყალიბებულ რესპუბლიკებს შორის, რომელიც შემდეგ ომში გადაიზარდა.[14] პირველი მსოფლიო ომის დროს ოსმალეთის იმპერიის დამარცხების შემდგომ, ბრიტანეთის ჯარებმა დაიკავეს სამხრეთ კავკასია. 1920 წელს აზერბაიჯანი და სომხეთი საბჭოთა კავშირში მიიღეს და ყარაბაღის ტერიტორიაც საბჭოთა ხელისუფლებამ დაიკავა.[15]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Arakel Babakhanian. Երկերի Ժողովածու [Collected Works]. Yerevan: Hayastan Publishing, 1973, vol. 3, p. 9.
  2. Bagrat Ulubabyan Արցախյան Գոյապայքարը [The Struggle for the Survival of Artsakh]. Yerevan: Gir Grots Publishing, 1994, p. 3. ISBN 5-8079-0869-4.
  3. Mirza Jamal Javanshir Karabagi. The History of Karabakh. Chapter 2: About the borders, old cities, population aggregates and rivers of the Karabakh region.
  4. Mirza Jamal Javanshir Karabagi. A History of Qarabagh: An Annotated Translation of Mirza Jamal Javanshir Qarabaghi's Tarikh-e Qarabagh, trans. George A. Bournoutian. Costa Mesa, CA: Mazda Publishing, 1994, pp. 46ff.
  5. Hewsen, Robert H. "The Meliks of Eastern Armenia: A Preliminary Study," Revue des Études Arméniennes 9 (1972), p. 289, note 17.
  6. Hewsen. Armenia, pp. 118-121.
  7. Hewsen. Armenia, pp. 119, 155, 163, 264-265.
  8. Bournoutian, George A. "Review of The Azerbaijani Turks: Power and Identity Under Russian Rule, by Audrey L. Altstadt," Armenian Review 45/2 (Autumn 1992), pp. 63-69.
  9. Johannes Schiltberger. Bondage and Travels of Johann Schiltberger. Translated by J. Buchan Telfer. Ayer Publishing, 1966, p. 86. ISBN 0-8337-3489-X.
  10. (2006) The Caucasus and Globalization. Sweden: Institute of Strategic Studies of the Caucasus, გვ. 9. წაკითხვის თარიღი: 2011-10-17. 
  11. For an English translation see, The 1823 Russian Survey of the Karabagh Province: A Primary Source on the Demography and Economy of Karabagh in the First Half of the 19th Century. Trans. George A. Bournoutian. Costa Mesa, CA, 2011.
  12. Bournoutian, George A. "Eastern Armenia from the Seventeenth Century to the Russian Annexation," in The Armenian People From Ancient to Modern Times, Volume II: Foreign Dominion to Statehood: The Fifteenth Century to the Twentieth Century, ed. Richard G. Hovannisian. New York: St. Martin's Press, 1997, p. 96.
  13. Cornell, Svante. Small Nations and Great Powers: A Study of Ethnopolitical Conflict in the Caucasus. Richmond, Surrey, England: Curzon, 2001, p. 54. ISBN 0-700-71162-7.
  14. Hovannisian, Richard G. "The Armeno-Azerbaijani Conflict Over Mountainous Karabagh," Armenian Review 24/2 (Summer 1971), pp. 3-39.
  15. See Hovannisian, Richard G. The Republic of Armenia: The First Year, 1918-1919. Berkeley: University of California, 1971, pp. 162ff, 178–194. ISBN 0-5200-1984-9; idem, The Republic of Armenia: From London to Sevres, February - August 1920, Vol. 3. Berkeley: University of California Press, 131-172. ISBN 0-5200-8803-4.