მალასა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მალასალაზთა (ეგრისის) მეფე II საუკუნის 30-იანი წლებისთვის, იხსენიება კაპადოკიის რომაელი ლეგატის ფლავიუს არიანეს პატაკში იმპერატორ ადრიანესადმი – ეს აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის რომაული გარნიზონების ინსპექციის ანგარიშია. მალასა ტახტზე ადრიანეს დაუმტკიცებია. ლაზთა მეფე რომაელთა მეგობარი და მოკავშირე ყოფილა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გ. მელიქიშვილი, საქართველო ახ. წ. I–III სს, სინ, ტ. I, თბ., 1970.
  • საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 1, თბ., 1970;