კრისტიან ეიკმანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
კრისტიან ეიკმანი
ნიდერლ. Christiaan Eijkman[1]
Christiaan Eijkman.jpg
დაბ. თარიღი 11 აგვისტო 1858(1858-08-11)[2] [3] [4] [5] [1] [6] [7] [8] [9]
დაბ. ადგილი Nijkerk[1] [7]
გარდ. თარიღი 5 ნოემბერი 1930(1930-11-05)[10] [11] [12] [13] [2] [3] [4] [5] [1] [6] [8] [9] (72 წლის)
გარდ. ადგილი უტრეხტი[10] [14] [15] [16]
მოქალაქეობა Flag of the Netherlands.svg ნიდერლანდების სამეფო[1]
სამეცნიერო სფერო პათოლოგია
მუშაობის ადგილი უტრეხტის უნივერსიტეტი[1] და უტრეხტის უნივერსიტეტი[7]
ალმა-მატერი ამსტერდამის უნივერსიტეტი და Pasteur Institute
სამეცნიერო ხარისხი დოქტორის ხარისხი[7]
ჯილდოები ნობელის პრემია ფიზიოლოგიასა და მედიცინაში[17] [18] და ჯონ სკოტის მედალი

კრისტიან ეიკმანი (ნიდერლ. Christiaan Eijkman; დ. 11 აგვისტო, 1858, ნეიკერკი, ნიდერლანდები, — გ. 5 ნოემბერი, 1930, უტრეხტი) — ნიდერლანდელი ექიმი და პათოლოგი. მან დაადგინა, რომ დაავადება ბერი-ბერის მიზეზი არასათანადო კვება იყო, რასაც ვიტამინების აღმოჩენა მოჰყვა. 1929 წელს ფრედერიკ ჰოპკინზთან ერთად მიენიჭა ნობელის პრემია ფიზიოლოგიასა და მედიცინაში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაამთავრა ამსტერდამის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი (1883). სამედიცინო ოფიცრად მსახურობდა ჰოლანდიის ოსტინდოეთში (1883-1885), შემდეგ ბაქტერიოლოგ რობერტ კოხთან მუშაობდა ბერლინში. 1886 წელს იავაში დაბრუნდა ბერი-ბერის მიზეზების შესასწავლად. 1888 წელს დაინიშნა ბატავიაში (ახლანდ. ჯაკარტა) იავის სამედიცინო სასწავლებლის პათოლოგიური ანატომიისა და ბაქტერიოლოგიის კვლევითი ლაბორატორიის დირექტორად. 1897 წელს ლაბორატორიული ფრინველების პოლინევრიტის მრავალწლიანმა შესწავლამ ეიკმანი მიიყვანა დასკვნამდე, რომ ბერი-ბერის დროს განვითარებული მსგავსი პრობლემის მიზეზი არასათანადო კვება — დამუშავებული ბრინჯის სიჭარბე იყო, თუმცა მის უშუალო მიზეზად ნაწლავური მიკროორგანიზმის ცხოველმყოფელობის ტოქსიკური პროდუქტი ივარაუდა. 1901 წელს ეიკმანის მემკვიდრემ ბატავიაში, გერიტ გრიინსმა დაადგინა, რომ ბერი-ბერის მიზეზი საკვებში საჭირო ნივთიერების დეფიციტი იყო. შემდგომი კვლევებით ეს ნივთიერება ვიტამინი B1 (თიამინი) აღმოჩნდა. 1896 წელს ეიკმანი ნიდერლანდებში დაბრუნდა და 1928 წლამდე უტრეხტის უნივერსიტეტის პროფესორად მუშაობდა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 Catalogus Professorum Academiae Rheno-Traiectinae
  2. 2.0 2.1 Christiaan Eijkman — 2009.
  3. 3.0 3.1 Encyclopædia Britannica
  4. 4.0 4.1 SNAC — 2010.
  5. 5.0 5.1 KNAW Past Members
  6. 6.0 6.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  7. 7.0 7.1 7.2 7.3 Onze HoogleerarenRotterdam: Nijgh & Van Ditmar, 1898. — გვ. 169. — 363 გვრ.
  8. 8.0 8.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia Catalana, 1968.
  9. 9.0 9.1 GeneaStar
  10. 10.0 10.1 Эйкман Христиан // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  11. http://www.britannica.com/EBchecked/topic/181273/Christiaan-Eijkman
  12. http://www.nndb.com/lists/857/000105542/
  13. http://www.nndb.com/org/692/000054530/
  14. Astrodatabank
  15. http://www.dwc.knaw.nl/wp-content/berkelbio/14.eijkman.pdf
  16. http://www.nobelprize.org/nobel_prizes/medicine/laureates/1929/eijkman-bio.html
  17. The Nobel Prize in Physiology or Medicine 1929. // Nobelprize.orgNobel Foundation.
  18. The Nobel Prize amounts // Nobelprize.orgNobel Foundation.