გაიზინკალნსი
იერსახე
გაიზინკალნსი | |
---|---|
კოორდინატები: 56°52′13″ ჩ. გ. 25°57′34″ ა. გ. / 56.87028° ჩ. გ. 25.95944° ა. გ. | |
ქვეყანა | ლატვია |
ტერიტორიული ერთეული | მადონას მხარე |
სიმაღლე | 312 მ |
მთის მასივი | ვიდზემეს მაღლობი |
გაიზინკალნსი (ლატვ. Gaiziņkalns) ან გაიზინში (ლატვ. Gaiziņš) — ლატვიის უმაღლესი ბორცვი. სიმაღლე ზღვის დონიდან — 311.6 მეტრი.[1] მდებარეობს ვიდზემეს მაღლობზე, მადონას მხარეში. 1978 წელს ბორცვის წვერზე დაიწყო 45 მეტრიანი სადამკვირვებლო ტერიტორიის მშებებლობა. ამჟამად მშენებლობა დაუსრულებელია და ავარიულ მდგომარეობაში იმყოფება. კარგ ამინდში ბორცვიდან ცესვაინეს სასახლის დანახვაა შესაძლებელი, რომელიც მისგან 24 კილომეტრითაა დაშორებული.