ლატვიური ლატი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლატვიური ლატი
ლატვ. Lats
500 ლატვიური ლატი
500 ლატვიური ლატი
კოდი ISO 4217 LVL
ქვეყანა ლატვია
ოფიციალური
მომხმარებლები
ლატვიის დროშა ლატვია (2014 წლამდე)
შედგება 100 სანტიმი
სიმბოლო Ls
მონეტები 1, 2, 5, 10, 20, 50 სანტიმი (santīmu) და 1, 2 ლატი.
ბანკნოტები 5, 10, 20, 50, 100 და 500 ლატი.
ცენტრალური ბანკი ლატვიის ბანკი
გაცვლითი კურსი
(2011 3 ოქტომბერი თვის)
1 USD = 0,52 LVL
1 EUR = 0,71 LVL
1 GBP = 0,82 LVL

ლატვიური ლატი (ლატვ. Lats) — ფულის ერთეული ლატვიაში 2014 წლის 1 იანვრამდე. შემდეგ ჩაანაცვლა ერთიანმა ევროპულმა ვალუტა ევრომ.

  • 1 ლატი შედგება 100 სანტიმისგან.
  • კოდი ISO 4217LVL;
  • გრაფიკული სიმბოლო — Ls;
  • მიმოქცევაში არსებობს ბანკნოტები ნომინალით: 5, 10, 20, 50, 100 და 500 ლატი.
  • მონეტები ნომინალით: 1, 2, 5, 10, 20, 50 სანტიმი (santīmu) და 1, 2 ლატი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1918 წელს ლატვიის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ამ ქვეყანაში საკუთარი ფულიც გამოუშვეს. ლატვიის რესპუბლიკის პირველი დამოუკიდებელი ფულის ერთეული რუბლი იყო, რომელმაც გერმანიის ოკუპაციური მთავრობის მიერ თავსმოხვეული ოსტმარკები და ოსტრუბლები შეცვალა. 1 ლატვიური რუბლი 1,5 რუსულ რუბლს უდრიდა და თავის მხრივ 100 კაპეიკად იყოფოდა, მაგრამ როგორც რუბლი ასევე კაპეიკები მხოლოდ ქაღალდის ფულის სახით გამოვიდა. 1922 წლის 3 აგვისტოს ლატვიაში ეროვნული ვალუტის გამოცვლის გადაწყვეტილება მიიღეს და ახალ ფულს ლატი უწოდეს. ერთი ლატის მისაღებად მაშინ ლატვიელებს 50 რუბლის გადაცვლა უწევდათ. ლატი მიმოქცევაში 1940 წლამდე დარჩა, ხოლო ლატვიის გასაბჭოების შემდეგ იგი უკვე საბჭოთა რუბლმა ჩაანაცვლა.

ლატვიური ფულის 20-იანი წლების ისტორია 90-იანებშიც განმეორდა. 1991 წელს ლატვიამ დამოუკიდებლობა აღიდგინა და ამჯერად რუსული რუბლების ნაცვლად საკუთარი რუბლები შემოიღო, რომელიც მიმოქცევაში 1992 წლის 7 მაისს გაიშვა. სიტუაციის დარეგულირების შემდეგ კი, უკვე 1993 წელს რუბლმა ასპარეზი ლატვიურ ლატს დაუთმო, ზუსტად ისე, როგორც 71 წლის წინ.

2004 წლის 1 მაისიდან ლატვია ევროკავშირის წევრია და შესაბამისად ევროპის კავშირის ეკონომიკურ და მონეტარულ კავშირშიც გაერთიანდა, რის საფუძველზეც იგი ევროს შემოღების კანდიდატ ქვეყნებს შორისაა. თავდაპირველად ევროს შემოღება 2008 წლის დასაწყისში იგეგმებოდა, თუმცა ბოლო მონაცემებზე დაყრდნობით, ევროს შემოღება 2012-13 წელზე ადრე არ ივარაუდება.

2014 წლის 1 იანვარს ლატი გაუქმდა და 14 იანვარს საბოლოოდ ჩაანაცვლა ევრომ კურსით — 1€ = 0,702804 LVL.[1]

მოკლე ეკონომიკური მიმოხილვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საზღვარგარეთ ლატის კურსი 2004—2005 წლებში მიბმული იყო ევროზე 1€ = 0,702804Ls თანაფარდობით. ბალტიისპირეთის ქვეყნების ეროვნული ვალუტები ითვლება ყველაზე სტაბილურ ვალუტებად სსრკ-ს ყოფილ წევრ ქვეყნებს შორის. კვიპროსული ფუნტის და მალტური ლირას ევროზე გადაცვლის შემდეგ ლატი გახდა ყველაზე «მძიმე» ვალუტა ევროპაში (კონკურენტი — ფუნტი სტერლინგი).

მონეტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1992—1999 წლები მონეტების ნიმუში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სურათი ნომინალი გამოშვების თარიღი მეტალი დიამეტრი, მმ სისქე, მმ მასა, გ გურთი
1 სანტიმი
1992 1997 2003
2005 2007 2008
სპილენძი/ფოლადი/სპილენძი
15,65
1,1
1,6
გლუვი
2 სანტიმი
1992 2000 2006
2007 2009
17
1,2
1,9
5 სანტიმი
1992 2006 2007
2009
სპილენძი+თუთია+სპილენძი
18,5
1,3
2,5
10 სანტიმი
1992 2008
19,9
1,4
3,25
20 სანტიმი
1992 2007 2009
21,5
1,5
4
50 სანტიმი
1992 2007 2009
მელხიორი
18,8
1,7
3,5
ამობურცული
1 ლატი
1992 2007 2008
21,75
1,8
4,8
გლუვი
წარწერით
LATVIJAS BANKA
2 ლატი
1992
24,35
1,8
6
1999 2003 2009
რგოლი: მელხიორი
ცენტრი: სპილენძი+თუთია+ნიკელი
26,3
2,4
9,5

მონეტები 1 ლატი შეცვლილი დიზაინით[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სურათი სახელი გამოშვების თარიღი მხატვარი მოქანდაკე
წერო
2001
Olga Šilova
ჭიანჭველა
2003
Māris Putns
Artis Zvirgzdiņš
Dāvids Rubins
Ligita Franckeviča
სოკო
2004
Guntars Sietiņš
Jānis Strupulis
სპრიდიტისი (ზღაპრის გმირი),
ევროკავშირში შესვლა
Ivars Mailītis
მამალი
2005
Valdis Villerušs
Ligita Franckeviča
კრენდელი
Laimonis Šēnbergs
Jānis Strupulis
მუხის გვირგვინი
2006
Dace Lielā
Ligita Franckeviča
გირჩა
Henrihs Vorkals
Jānis Strupulis
საკტა (ლატვიური მორთულობა)
2007
Arvīds Priedīte
Jānis Strupulis
თოვლის კაცი
Daina Lapiņa
Ligita Franckeviča
წყლის შროშანი
2008
Aleksandrs Čhaidze
Laura Medne
საკვამურის მწმენდელი
Daina Lapiņa
Laura Medne
ნემეისის ბეჭედი
2009
Ilze Lībiete
Baiba Šime
ნაძვის ხე
Arvīds Priedīte
Ligita Franckeviča
გომბეშო
2010
Edgars Folks
Jānis Strupulis
ნალი
Frančeska Kirke
Laura Medne
ნალი
Frančeska Kirke
Laura Medne
ლუდის კათხა
2011
Juris Dimiters
Andris Vārpa

ბანკნოტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სურათი ნომინალი ფერი აღწერა გამოშვების თარიღი
ავერსი რევერსი ავერსი რევერსი
5 ლატი
მწვანე
მუხა
ჩუქურთმა ხეზე
1992 1996 2001
2006 2007 2009
10 ლატი
იასამნისფერი
მდინარე დაუია
გულსაბნევი მშვილდის სახით
1992 2000 2008
20 ლატი
ყავისფერი
ეთნოგრაფიული მუზეუმი
ლატვიური მორთულობა
1992 2004 2007
2009
50 ლატი
ლურჯი
იალქნიანი გემი
ქალა რიგას ისტორიული გერბი
1992
100 ლატი
წითელი
ლატვიელი მწერალი კრიშიანის ბარონსი
1992 2007
500 ლატი
ყავისფერი
გოგონა ლატვიური თავსაბურავით
ეროვნული მორთულობა
1992 2008

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მსოფლიოს ვალუტები

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Eglitis, Aaron. (2013-07-09) Latvia Wins Final EU Approval to Adopt Euro on Jan. 1 Next Year. Bloomberg. ციტირების თარიღი: 2014-06-09.