ბობსლეი
ბობსლეი | |
უმაღლესი ორგანო | ბობსლეისა და ტობოგანის საერთაშორისო ფედერაცია |
---|---|
მეტსახელი |
„ბობსლედი“ „მეფის კლასი“ |
პირველი თამაში | 1870 წწ. |
მახასიათებლები | |
ტიპი | ზამთრის სპორტი |
წევრები | 2 ან 4 |
აღჭურვილობა | bob, bobsleigh track და sliding |
ოლიმპიადა | ზამთრის ოლიმპიური სახეობა |
ბობსლეი (ინგლ. Bobsleigh) — ციგაობის ნაირსახეობა; საჭიანი ციგით მთიდან სწრაფდაშვება საგანგებოდ მოწყობილ ტრასაზე.[1] მოკვერცხილი ფორმის ლითონის ციგა შედგება სახსრულად შეერთებული ნაწილებისაგან: წინა მოძრავ ნაწილს აქვს საჭე, უკანას, უძრავს — მუხრუჭი. არსებობს 2- და 4-ადგილიანი ციგები. შეჯიბრების ჩასატარებელი ტრასა წარმოადგენს 1500-2000 მ სიგრძის, 5-, 8-ვირაჟიან ყინულის ღარს. სიჩქარე დაშვებისას აღემატება 100 კმ/სთ. ბობსლეი როგორც სპორტის სახეობა, ჩაისახა XIX საუკუნის ბოლოს შვეიცარიაში, შემდეგ გავრცელდა შვედეთში, რუმინეთში, პოლონეთში, აშშ-ში.[2] 1888 წელს შვეიცარიაში ინგლისელმა ტურისტმა უილსონ სმითმა ორი ციგა ფიცრით შეაერთა და ასეთი მარხილით იმოგზაურა სანქტ-მორიციდან ჩელერინამდე. XIX საუკუნის დამლევს სწორედ სანქტ-მორიცში ჩამოყალიბდა მსოფლიოში პირველი ბობსლეის სპორტული კლუბი, სადაც შემუშავდა შეჯიბრების ძირითადი წესები. პირველი ჩემპიონატები მოეწყო ავსტრიასა (1908) და გერმანიაში (1910). 1923 წელს შეიქმნა ბობსლეისა და ტობოგანის საერთაშორისო ფედერაცია. 1924 წლიდან შეტანილია ოლიმპიური თამაშების პროგრამაში: 1924-იდან — კაცები, 2002-იდან — ქალები. ბობსლეისტ ქალთა ოლიმპიური დებიუტი 2002 წელს მოეწყო სოლტ-ლეიკ-სიტიში. გაიმარჯვეს ამერიკელებმა — ჯილ ბაკენმა და ვონეტა ფლაუერსმა (2-ადგილიანი).[3]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ბობსლეი — უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი
- ↑ ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 435.
- ↑ ბობსლეი — საქართველოს ოლიმპიელთა კლუბი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-04-02. ციტირების თარიღი: 2014-02-22.