ეგილს ლევიტსი
| ეგილს ლევიტსი | |
| ლატვიის პრეზიდენტი (არჩეული) | |
|---|---|
| ამჟამინდელი თანამდებობა | |
| დაიკავა | 12 ივლისი, 2019 |
| წინამორბედი | რაიმონდს ვეიონისი |
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლე | |
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
| 1995 – 2004 | |
| მემკვიდრე | ინეტა ზიემელე |
ლატვიის იუსტიციის მინისტრი | |
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
| 3 აგვისტო, 1993 – 19 სექტემბერი, 1994 | |
| წინამორბედი | ვიქტორ სკუდრა |
| მემკვიდრე | რომანს აპსიტისი |
| დაბადებული | 30 ივნისი, 1955 რიგა, ლატვიის სსრ, სსრკ |
| პოლიტიკური პარტია | ლატვიის გზა |
| განათლება | ჰამბურგის უნივერსიტეტი |
ეგილს ლევიტსი (ლატვ. Egils Levits, 30 ივნისი 1955, რიგა, ლატვიის სსრ, სსრკ) — ლატვიის პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე, იურისტი, პოლიტოლოგი. ლატვიის იუსტიციის მინისტრი 1993-1994 წლებში. ლატვიის არჩეული პრეზიდენტი 2019 წლის 29 მაისიდან.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაიბადა 1955 წელს ლატვიელი ებრაელების ოჯახში. 1972 წელს მშობლებთან ერთად დატოვა საბჭოთა კავშირი და გადასახლდა გფრ-ში. 1993-1994 წლებში იყო ლატვიის იუსტიციის მინისტრი. 1995-2004 წლებში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლე, ხოლო 2010 წლამდე ევროკავშირის სასამართლოს მოსამართლე. 1992-1993 წლებში იყო ლატვიის ელჩი გერმანიასა და შვედეთში, 1994-1995 წლებში კი ავსტრიაში, უნგრეთსა და შვეიცარიაში. 1993-1994 წლებში იყო ლატვიის სეიმის დეპუტატი. არის 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.
2019 წლის 29 მაისს სეიმმა აირჩია ქვეყნის პრეზიდენტად[1].
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Выборы Президента Латвии 2019. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-05-30. ციტირების თარიღი: 2019-06-01.