ზემგალე
ზემგალე (ლატვ. Zemgale), ზემგალია (ისტორიულ ლიტერატურაში ასევე სემიგალია) — ისტორიული რეგიონი ლატვიაში, სახელწოდება მიიღო ბალტიისპირეთის ძველი მაცხოვრებლების ზემგალებისაგან. მდებარეობს ქვეყნის სამხრეთ ნაწილში მდინარე დაუგავის მარცხენა ნაპირზე.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]შუა საუკუნეებში ზემგალია შედიოდა კურზემეს შემადგენლობაში. XIII საუკუნეში დაიპყრეს გერმანელმა რაინდებმა და გახდა ლივონიის შემადგენელი ნაწილი. 1561 წლიდან კურლანდიის საჰერცოგოს შემადგენლობაშია. 1795-1917 წლებში კურლანდიის საჰერცოგოს აღმოსავლეთი ნაწილი რუსეთის იმპერიის კუთვნილებაა.
ღირსშესანიშნაობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რეგიონის მთავარი ტურისტული ღირსშესანიშნაობაა რუნდალის სასახლე, რომელიც აშენებულია რასტრელის პროექტის მიხედვით. ყოველწლიურად ივლისის სამი კვირის განმავლობაში აქ მიმდინარეობს ძველი მუსიკის ფესტივალი.
ელგავაში - კურლანდიის საჰერცოგოს დედაქალაქში მდებარეობს ჰერცოგის სასახლე, რომელიც ასევე რასტრელის მიერაა აგებული.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Ilona Vaškevičiūtė. The Semigallian cultural area დაარქივებული 2011-09-28 საიტზე Wayback Machine.
|