ეფრემ მცირე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ეფრემი (მრავალმნიშვნელოვანი).

წმინდა ეფრემ მცირე (XI საუკუნე) — ქართველი საეკლესიო მოღვაწე, მწერალი, მთარგმნელი, ფილოლოგი, ფილოსოფოსი.

შემოქმედება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1027 წელს ბაგრატ მეოთხის გამეფებით უკმაყოფილო თავადებმა (სამხრეთ საქართველოდან) დატოვეს საქართველო და საცხოვრებლად საბერძნეთში გადავიდნენ. მათ შორის იყო თავადი — ვაჩე კარიჭისძე, ისტორიკოსები თვლიან, რომ სწორედ ვაჩე იყო ეფრემ მცირეს მამა.

ეფრემმა მიიღო ბრწყინვალე განათლება კონსტანტინოპოლში და გაემგზავრა შავ მთაზე ანტიოქიასთან ახლოს. დიდია ეფრემ მცირის დამსახურება ქართულ და ბერძნულ სასულიერო ფილოსოფიურ ლიტერატურაში. მისი თხზულებები ეხება საეკლესიო ცხოვრების თითქმის ყველა სფეროს, მასვე ეკუთვნის ბერძნულიდან ქართულად თარგმნილი დიონისე არეოპაგელის ხუთი თხზულება, მათ შორის არის ფსალმუნების „კომენტარები“, „წმინდა მოციქულთა წერილები“ და სხვ.

ეფრემმა შექმნა თარგმნის საკუთარი თეორია, რომელიც შემდეგში გახდა შუა საუკუნეების საქართველოში ყველა ნათარგმნი ლიტერატურის საფუძველი.

ეფრემ მცირეს ეკუთვნის წიგნი ქართველთა გაქრისტიანების შესახებ, რომელიც სხვადასხვა საისტორიო წყაროების სახით მოიპოვება; ამ ნაწარმოების შექმნის წინაპირობა ესეთია: XI საუკუნის მეორე ნახევარში საბერძნეთის სასულიერო პირებმა, რომლებიც იმყოფებოდნენ შავ მთაზე და ანტიოქიაში არ ცნობდნენ ქართული ეკლესიის ავტოკეფალიას, ამის მიზეზად ისინი ასახელებდნენ იმას, რომ თითქოს საქართველოში ქრისტიანობა მოციქულების მიერ არ იყო ნაქადაგები, აუცილებელი გახდა ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის უფლების დამტკიცება. შავ მთაზე მყოფმა ქართული სასულიერო პირების დასმა ეს საქმე ეფრემ მცირეს დაავალა. ეფრემმა დაწვრილებით შეისწავლა ბერძნული საისტორიო წყაროები და შექმნა ქართული ეკლესიის თვითმყოფადობის დამამტკიცებელი ფუნდამენტალური დოკუმენტი.

ეფრემ მცირეს არასოდეს დაუტოვებია შავი მთა. იგი გარდაიცვალა დაახლოებით 1101 წელს რუის-ურბნისის საეკლესიო კრების აქტებში მას იხსენიებენ როგორც გარდაცვლილს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]