იკორთის ციხე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

იკორთის ციხე — გვიანი შუა საუკუნეების ციხესიმაგრე შიდა ქართლში, მდებარეობს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ იკორთაში, ქ. გორიდან ჩრდილოეთით 20 კილომეტრზე, მდინარე მეჯუდის ხეობაში.

იკორთის ციხე მხოლოდ XVIII საუკუნეში იხსენიება რამდენიმეჯერ, მემატიანე სეხნია ჩხეიძის ცნობით 1732 წელს ლეკები დაესხნენ ქართლს და მტერი ქართველებმა სწორედ იკორთის ციხესთან გაანადგურეს. 1736 წელს ირანის შაჰს განუდგა შანშე ქსნის ერისთავი და იკორთას გამაგრდა. ნადირ-შაჰის მიერ გამოგზავნილი ჯარი ციხეს მიადგა, მაგრამ დამარცხდა. ერთი წლის შემდეგ იკორთა კვლავ ბრძოლის ეპიცენტრში მოექცა, მაგრამ ამჯერად დაეცა. საკმაოდ დაზიანდა ციხესიმაგრეც და გალავანიც.

ციხესიმაგრს ციტადელი განლაგებულია შემაღლებულ ბორცვზე, მისი წინა ნაწილი, რომელიც ეზოში გადიოდა ორიარუსიანია. ქვედა იარუსი ეზოს დონეზეა. ეზოს ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში დგას ოთხკუთხა კოშკი. ციხე ნაგებია კარგად როგორც კარგად გათლილი, ისე უხეშად დამუშავებული ქვით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა (ცხინვალის რაიონი), თბ. 2002 წ. გვ. 96-97