შინაარსზე გადასვლა

ქეთევან ჯორჯაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჯორჯაძე.
ქეთევან ჯორჯაძე
დაბადების თარიღი 25 ივლისი, 1925
დაბლაციხე, ჩოხატაურის რაიონი
ეროვნება ქართველი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
საქმიანობა გეოგრაფი

ქეთევან სარდიონის ასული ჯორჯაძე (დ. 25 ივლისი, 1925, დაბლაციხე, ჩოხატაურის რაიონი) — ქართველი გეოგრაფი. საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების სწავლული მდივანი.

ქეთევან ჯორჯაძემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტი 1948 წელს. საქართველოს გეოგრაფიულ საზოგადოებაში სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა. იყო საზოგადოების სწავლული მდივანი. 55 წელი გაატარა გეოგრაფიის სამსახურში; 25 წელი აკადემიკოს ალექსანდრე ჯავახიშვილის, 10 წელი აკადემიკოს თეოფანე დავითაიას გეოგრაფიული საზოგადოების პრეზიდენტობის დროს მოღვაწეობდა. იგი აქტიურად მონაწილეობდა გეოგრაფიული საზოგადოების საველე ექსპედიციებში; 1945 წელს კაკო მარის ხელმძღვანელობით მოწყობილ სვანეთის ექსპედიციაში მონაწილეობდა, ხოლო 1949 წელს იმყოფებოდა გულის მყინვარზე ალპინისტებთან ალექსანდრა ჯაფარიძესა და მარინე უთმელიძესთან ერთად. არაერთხელ იყო საკავშირო გეოგრაფიული საზოგადოების ყრილობის დელეგატი; მონაწილეობდა გეოგრაფიული სიმპოზიუმებისა და კონფერენციების მუშაობაში. 2000 წელს დაჯილდოვდა ღირსების მედლით.[1]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი. თბ., 2003.