გუთურის განძები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გუთურის განძებიძვ. წ. I ათასწლეულის დასაწყისის კოლხური კულტურის არქეოლოგიური ძეგლები. აღმოჩენილია სოფელ გუთურში (ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი): პირველი განძი აღმოჩნდა 1930 წელს, შეიცავს ბრინჯაოს 6 თოხს; მეორე - 1968 წელს, შედგება ბრინჯაოს 29 თოხისა და ბრინჯაოს ზოდებისაგან, მესამე განძი აღმოჩნდა სოფელ ჯვარცხმაში და შედგება ბრინჯაოს კოლხური ცულისა და 2 თოხისაგან. დაცულია ჩოხატაურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სიხარულიძე ი., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 191.
  • რამიშვილი ა., კოლხეთის მატერიალური კულტურის ისტორიიდან, ბათ.,1974