შინაარსზე გადასვლა

გლობალური მშვიდობის სამიტი უკრაინისათვის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
უკრაინისათვის გლობალური მშვიდობის სამიტის ლოგო

გლობალური მშვიდობის სამიტი უკრაინისათვის (ინგლ. Global Peace Summit) — საერთაშორისო სამშვიდობო სამიტი, რომელიც გაიმართება 2024 წლის 15-16 ივნისს[1] შვეიცარიის ნიდვალდენის კანტონში მდებარე სასტუმრო ბიურგენსტოკში[2] და მიეძღვნება 2022 წლის თებერვლიდან რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის წარმოების მშვიდობიან მოგვარებას და საერთაშორისო სამართლის ადგენას მთელი უკრაინის ტერიტორიაზე. სამიტი წარმოადგენს ოთხი წინა საერთაშორისო შეხვედრის[3] სერიის გაგრძელებას და ორგანიზებული იქნება შვეიცარიის პრეზიდენტის ვიოლა ამერდის მიერ[2].

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უკრაინის 10-პუნქტიანი გეგმა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2022 წლის ნოემბერში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოაცხადა 10-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა[4][5][6]:

  1. რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოება;
  2. სასურსათო უსაფრთხოება აზიისა და აფრიკის ქვეყნებისთვის;
  3. უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის უსაფრთხოება;
  4. პატიმრების გათავისუფლება და რუსეთში დეპორტირებული უკრაინელი ბავშვების დაბრუნება;
  5. 1991 წლის რუსეთ-უკრაინის საზღვრის აღდგენა;
  6. რუსული ჯარების გაყვანა უკრაინიდან და საომარი მოქმედებების შეწყვეტა;
  7. უკრაინაში რუსეთის შეჭრისას ომის დანაშაულებებისთვის დევნა;
  8. ეკოლოგიური ზიანის ანაზღაურება;
  9. გარანტიები მომავალი რუსული აგრესიისგან თავის დასაცავად;
  10. სამშვიდობო კონფერენცია და საერთაშორისო ხელშეკრულებით ომის დასრულების დაფიქსირება.

2022 წლის დეკემბერში ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოუწოდა G7 ქვეყნებს მხარი დაუჭირონ ამ გეგმას[5].

დიპლომატიური შეხვედრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უკრაინის მშვიდობის ფორმულა განიხილებოდა საერთაშორისო შეხვედრების ფარგლებში რუსეთის მონაწილეობის გარეშე:

  • 2023 წლის 28-29 ოქტომბერს ვალეტაში, გაიმართა შეხვედრა 66 წარმომადგენელი დასავლეთიდან და გლობალური სამხრეთიდან. ახალ მონაწილეებს შორის იყვნენ სომხეთი, წმინდა საყდარი და მექსიკა. მალტაში გამართულ შეხვედრაზე მონაწილეებმა მიიღეს დოკუმენტი, რომელშიც დაადასტურეს თავიანთი განზრახვა მოიწვიონ გლობალური სამიტი მშვიდობის ფორმულაში მონაწილე ქვეყნების ლიდერების დონეზე, რომელზეც მოსალოდნელია უკრაინის მშვიდობის ფორმულის ყველა დებულების დამტკიცება სახელმწიფო ლიდერების მიერ[11][12].
  • 2023 წლის 1 დეკემბერს კიევში გაიმართა რეგულარული სამუშაო შეხვედრა სხვადასხვა სახელმწიფოს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან სამშვიდობო ფორმულის განხორციელებასთან დაკავშირებით. დისკუსიას შეუერთდა 86 მონაწილე: 83 უცხო ქვეყნის და სამი საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი. უკრაინული მხრიდან ღონისძიებას ესწრებოდნენ: თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი, იუსტიციის მინისტრი დენის მალიუსკა, უმაღლესი რადას თავმჯდომარის მოადგილე ელენა კონდრატიუკი, ყირიმელი თათარი ხალხის ლიდერი, სახალხო დეპუტატი მუსტაფა ჯემილევი, მშვიდობის ნობელის პრემიის ლაურეატი, ადამიანთა უფლებადამცველი ალექსანდრა მატვიიჩუკი, უკრაინის პრეზიდენტის ანდრეი ერმაკის აპარატის ხელმძღვანელი[13][14].

გლობალური მშვიდობის სამიტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2024 წლის 15-16 შვეიცარიაში გაიმართება გლობალური სამიტი მსოფლიო ლიდერების დონეზე[15].

მონაწილე ქვეყნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2024 წლის 8 აპრილის მდგომარეობით, იყო მოლოდინი იმისა, რომ სამიტს დაესქწრებოდა 80-დან 100-მდე სახელმწიფოს წარმომადგენელი. ჩინეთის შესაძლო ჩართვა მთავარ საკითხად განიხილებოდა. შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ „მნიშვნელოვანია გლობალური სამხრეთის ქვეყნების მოსაზრებების მოსმენა, რომლებიც გადამწყვეტ როლს შეასრულებენ ამ პროცესში რუსეთის შესაძლო ჩართვაში“.[16] საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა დაადასტურა საფრანგეთის მონაწილეობა.[17]

16-17 მაისს ჩინეთში ოფიციალური ვიზიტისას ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ სი ძინპინთან განიხილა სამიტში ჩინეთის მონაწილეობის საკითხი. თუმცა მოგვიანებით სი ძინპინმა უარი თქვა წარმომადგენლის გაგზავნაზე შვეიცარიაში. ამაში მას მხარი დაუჭირეს BRICS-ის ქვეყნებმა და გლობალური სამხრეთის ბევრმა ქვეყანამ.

20 მაისს ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა მოდიმ განაცხადა, რომ ინდოეთი მიიღებს მონაწილეობას კონფერენციაში.

2024 წლის 14 ივნისის მდგომარეობით, კონფერენციაში მონაწილეობა 92-მა ქვეყანამ დაადასტურა.[18]

ქვეყანა დელეგაციის ხელმძღვანელი სახელმწიფოს
მეთაური
მინისტრი უფლებამოსილი
წარმომადგენელი
ავსტრალიის დროშა ავსტრალია ბილ შორტენი Yes
ავსტრიის დროშა ავსტრია კარლ ნეჰამერი Yes
ალბანეთის დროშა ალბანეთი ბაირამ ბეგაი Yes
ანდორის დროშა ანდორა ქსავიერ ესპოტ სამორა Yes
არგენტინის დროშა არგენტინა ხავიერ მილეი Yes
სომხეთის დროშა სომხეთი არმენ გრიგორიანი Yes
ბაჰრეინის დროშა ბაჰრეინი აბდულატიფ ალ-ზაიანი Yes
ბელგიის დროშა ბელგია ალექსანდრ დე კრო Yes
ბენინის დროშა ბენინი ოლუშეგუნი აჯადი ბაქარი Yes
ბულგარეთის დროშა ბულგარეთი დიმიტარ გლავჩევი Yes
ბოსნია და ჰერცეგოვინის დროშა ბოსნია და ჰერცეგოვინა დენის ბეჩიროვიჩი Yes
ბრაზილიის დროშა ბრაზილია (მეთვალყურე) კლაუდია ბუცი Yes
ვატიკანის დროშა ვატიკანი (მეთვალყურე) პიეტრო პაროლინი Yes
უნგრეთის დროშა უნგრეთი პეტერ სიარტო Yes
დიდი ბრიტანეთის დროშა დიდი ბრიტანეთი რიში სუნაკი Yes
აღმოსავლეთ ტიმორის დროშა აღმოსავლეთი ტიმორი შანანა გუჟმანი Yes
გამბიის დროშა გამბია ისმაილა სისაი Yes
განის დროშა განა ნანა ადო დანკვა აკუფო-ადო Yes
გვატემალის დროშა გვატემალა სესარ ბერნარდო არევალო დე ლეონი Yes
გერმანიის დროშა გერმანია ოლაფ შოლცი Yes
საბერძნეთის დროშა საბერძნეთი კირიაკოს მიცოტაკისი Yes
საქართველოს დროშა საქართველო სალომე ზურაბიშვილი Yes
დანიის დროშა დანია მეტე ფრედერიკსენი Yes
დომინიკელთა რესპუბლიკის დროშა დომინიკელთა რესპუბლიკა ლუის როფოლფო აბინადერ კორონა Yes
ისრაელის დროშა ისრაელი იოელ ედელშტეინი Yes
ინდოეთის დროშა ინდოეთი პავუნ კაპარი Yes
ინდონეზიის დროშა ინდონეზია ნგურახ სვაჯაია Yes
იორდანიის დროშა იორდანია იბრაგიმ ალ-ჯაზი Yes
ერაყის დროშა ერაყი ფუად ჰუსეინი Yes
ირლანდიის დროშა ირლანდია საიმონ ჰარისი Yes
ისლანდიის დროშა ისლანდია ბიარნი ბენეტიქტსონი Yes
ესპანეთის დროშა ესპანეთი პედრო სანჩესი Yes
იტალიის დროშა იტალია ჯორჯა მელონი Yes
კაბო-ვერდეს დროშა კაბო-ვერდე ულისეშ კორეია ი სილვა Yes
კანადის დროშა კანადა ჯასტინ ტრიუდო Yes
კატარის დროშა კატარი მოჰამედ ბინ აბდულრახმან ბინ ჯასიმ ალ ტანი Yes
კენიის დროშა კენია უილიამ რუტო Yes
კვიპროსის დროშა კვიპროსი ნიკოს ხრისტოდულიდისი Yes
კოლუმბიის დროშა კოლუმბია გუსტავო პეტრო Yes
კომორის კუნძულების კავშირის დროშა კომორის კუნძულების კავშირი დოიხირ დულკმალი Yes
კოსტა-რიკას დროშა კოსტა-რიკა სტეფან ბრიუნერი Yes
კოტ-დ’ივუარის დროშა კოტ-დ’ივუარი ალასან უატარა Yes
ლატვიის დროშა ლატვია ედგარ რინკევიჩი Yes
ლიბერიის დროშა ლიბერია ნატუ ოსვალდ ტვე Yes
ლიბიის დროშა ლიბია მუხამად იუნის ალ-მანფი Yes
ლიეტუვის დროშა ლიეტუვა გიტანას ნაუსედა Yes
ლიხტენშტაინის დროშა ლიხტენშტაინი დანიელ რიში Yes
ლუქსემბურგის დროშა ლუქსემბურგი ლუკ ფრიდენი Yes
მალტის დროშა მალტა მირიამ სპიტერი დებონო Yes
მექსიკის დროშა მექსიკა ალისის ბარსენა Yes
მოლდავეთის სსრ-ის დროშა მოლდავეთი მაია სანდუ Yes
მონაკოს დროშა მონაკო იზაბელ ბერო Yes
ნიდერლანდების დროშა ნიდერლანდები მარკ რიუტე Yes
ახალი ზელანდიის დროშა ახალი ზელანდია მარკ მიტჩელი Yes
ნორვეგიის დროშა ნორვეგია იონას გარ სტიორე Yes
არაბთა გაერთიანებული საამიროების დროშა არაბთა გაერთიანებული საამიროები ანვარ გარგაში Yes
პალაუს დროშა პალაუ სურანგელ უიპს-უმცროსი Yes
პერუს დროშა პერუ ხავიერ გონსალეს-ოლაეჩეა Yes
პოლონეთის დროშა პოლონეთი ანჯეი დუდა Yes
პორტუგალიის დროშა პორტუგალია მარსელუ რებელუ დე სოუზა Yes
სამხრეთ კორეის დროშა კორეის რესპუბლიკა კისუნ ბანი Yes
კოსოვოს დროშა კოსოვო ვიოსა ოსმანი Yes
რუანდის დროშა რუანდა ვენსან ბირუტა Yes
რუმინეთის დროშა რუმინეთი ლუმინიცა ოდობესკუ Yes
სან-მარინოს დროშა სან-მარინო ლუკა ბეკარი Yes
სან-ტომე და პრინსიპის დროშა სან-ტომე და პრინსიპი გარეთ გვადალუპე Yes
საუდის არაბეთის დროშა საუდის არაბეთი ფეისალ იბნ ფარხან ალ საუდი Yes
ჩრდილოეთ მაკედონიის დროშა ჩრდილოეთი მაკედონია გორდანა სილიანოვსკაია-დავკოვა Yes
სერბეთის დროშა სერბეთი თარგი:Iw Yes
სინგაპურის დროშა სინგაპური სიმ ანი Yes
სლოვაკეთის დროშა სლოვაკეთი იურაი ბლანარი Yes
სლოვენიის დროშა სლოვენია ნატაშა პირც-მუსარი Yes
სომალის დროშა სომალი ხასან შეიხ მახმუდი Yes
სურინამის დროშა სურინამი ალბერტ რამდინი Yes
აშშ-ის დროშა აშშ კამალა ხარისი Yes
ტაილანდის დროშა ტაილანდი რუსს ჯალიჩანდრა Yes
თურქეთის დროშა თურქეთი ხაკან ფიდანი Yes
უკრაინის დროშა უკრაინა ვოლოდიმირ ზელენსკი Yes
ურუგვაის დროშა ურუგვაი ომარ პაგანინი Yes
ფიჯის დროშა ფიჯი რატუ უილიამ მაივალილი კატონივერე Yes
ფილიპინების დროშა ფილიპინები კარლიტო გოლვეს-უმცროსი Yes
ფინეთის დროშა ფინეთი კაი-ერან ალექსანდრ სტუბი Yes
საფრანგეთის დროშა საფრანგეთი ემანუელ მაკრონი Yes
ხორვატიის დროშა ხორვატია ანდრეი პლენკოვიჩი Yes
მონტენეგროს დროშა ჩერნოგორია იაკობ მილატოვიჩი Yes
ჩეხეთის დროშა ჩეხეთი პეტრე პაველი Yes
ჩილეს დროშა ჩილე გაბრიელ ბორიჩი Yes
შვედეთის დროშა შვეცია ულფ კრისტერსონი Yes
ეკვადორის დროშა ეკვადორი დანიელ ნობოა Yes
ესტონეთის დროშა ესტონეთი კაია კალასი Yes
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის დროშა სარ სიდნეი მუფამადი Yes
იაპონიის დროშა იაპონია ფუმიო კისიდა Yes
57 29 6

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Simon Bradley (9 April 2024). "Explainer: latest developments on Ukraine peace summit in Switzerland". SWI swissinfo
  2. 2.0 2.1 Switzerland to host high-level conference on peace at the Bürgenstock resort in June 2024, Federal Department of Defence, 10 April 2024
  3. Dinara Khalilova (10 April 2024). "Switzerland confirms it will host Ukraine's peace summit in June". The Kyiv Independent
  4. Ukraine’s Peace Formula Philosophy.
  5. 5.0 5.1 "Explained: Zelensky's 10-Point Peace Plan". Kyiv Post
  6. "What is Zelenskyy's 10-point peace plan?". aljazeera.com
  7. Мирная конференция по Украине прошла в Дании – DW – 26.06.2023. dw.com
  8. В Дании на условиях секретности прошла мирная конференция по Украине – СМИ. www.unian.net
  9. Гостев, Александр (2023-08-07). "Без России. Кто и о чем говорил на переговорах по Украине в Джидде". Радио Свобода
  10. Главные итоги встречи в Джидде по Украине: участие Китая и саудовский план. The Bell
  11. Мирный саммит на Мальте по Украине: с Бразилией и ЮАР, но без Китая. Что известно о его участниках и задачах. BBC News Русская служба
  12. На Мальте прошли переговоры по украинской формуле мира. ГОЛОС АМЕРИКИ
  13. Ермак рассказал об очередной встрече по формуле мира: есть прогресс по 9 пунктам. РБК-Украина
  14. Свобода, Радіо (2023-12-01). "Зустріч щодо імплементації формули миру: Єрмак розповів про результати". Радіо Свобода (укр.)
  15. Ольга Лебедева. Саммит мира по Украине в Швейцарии состоится 15-16 июня. dw.com
  16. Bloomberg: Switzerland aims to host Ukraine's peace formula summit in mid-June (2024-04-08). ციტირების თარიღი: 2024-04-20
  17. Macron: France to participate in global peace summit in June (2024-04-12). ციტირების თარიღი: 2024-04-20
  18. „Summit on Peace in Ukraine“. eda.admin.ch (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2024-06-14.