კაია კალასი
| კაია კალასი | |
| ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი | |
|---|---|
| ამჟამინდელი თანამდებობა | |
| დაიკავა | 1 დეკემბერი, 2024 |
| პრეზიდენტი | ურსულა ფონ დერ ლაიენი |
| წინამორბედი | ჯოზეფ ბორელი |
ევროპის კავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის საკითხებში | |
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
| 1 დეკემბერი, 2024 – დღემდე | |
| წინამორბედი | ჯოზეფ ბორელი |
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
| 26 იანვარი, 2021 – 23 ივლისი, 2024 | |
| პრეზიდენტი | კერსტი კალიულაიდი |
| წინამორბედი | იური რატასი |
| მემკვიდრე | კრისტენ მიჰალი |
ესტონეთის რეფორმის პარტიის თავმჯდომარე | |
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
| 14 აპრილი, 2018 – 9 სექტემბერი, 2024 | |
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
| 1 ივლისი, 2014 – 5 სექტემბერი, 2018 | |
| დაბადებული | 18 ივნისი, 1977 ტალინი, ესტონეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა |
| მამა | სიიმ კალასი |
| განათლება | ტარტუს უნივერსიტეტი |
კაია კალასი (ესტ. Kaja Kallas; დ. 18 ივნისი, 1977, ტალინი, ესტონეთის სსრ) — ესტონელი პოლიტიკოსი და იურისტი. ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის საკითხებში 2024 წლიდან. ესტონეთის პრემიერ-მინისტრი 2021–2024 წლებში. ესტონეთის რეფორმის პარტიის ლიდერი 2018 წლიდან. რიიგიკოგუს დეპუტატი 2011-2014 და 2019-2021 წლებში.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კაია კალასი დაიბადა 1977 წლის 18 ივნისს ტალინში, ესტონეთის რეფორმის პარტიის თავმჯდომარის, სიიმ კალასის ოჯახში.
1999 წელს დაასრულა ტარტუს უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, რის შემდეგად მუშაობდა ადვოკატად ევროპული და ესტონური სამართლის მიმართულებით. 1996 წლიდან მუშაობდა თეატრის რეჟისორის დამხმარედ. 2007 წელს ესტონეთის ბიზნესის სკოლაში ჩაირიცხა, სადაც 2010 წელს მიიღო მაგისტრის ხარისი ბიზნესის ადმინისტრირებაში[1].
პოლიტიკური კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2010 წელს კალასი შეუერთდა ესტონეთის რეფორმის პარტიას და 2011 წელს 7157 ხმით გახდა მეთორმეტე მოწვევის პარლამენტის წევრი, სადაც ხელმძღვანელობდა ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტს[2].
2022 წლის 8 ივლისს გადადგა თანამდებობიდან.[3] თუმცა ესტონეთის პრეზიდენტმა კვლავ შესთავაზა ახალი მთავრობის მეთაურის თანამდებობა კოალიციურ მთავრობაში.[4]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Kaja Kallas | LinkedIn.
- ↑ Biography. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-06-16.
- ↑ კაია კალასმა ესტონეთის პრემიერის თანამდებობა დატოვა
- ↑ Welle (www.dw.com), Deutsche. „Estonia: New cabinet sworn into office | DW | 18 July 2022“. Deutsche Welle.


