ანჯეი დუდა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ანჯეი დუდა
ანჯეი დუდა
პოლონეთის მე-6 პრეზიდენტი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა6 აგვისტო 2015
პრემიერ-მინისტრი  ევა კოპაჩი
ბეატა შიდლო
წინამორბედიბრონისლავ კომოროვსკი

დაბადებული16 მაისი, 1972 (1972-05-16) (47 წლის)
კრაკოვი, პოლონეთი
პოლიტიკური პარტიაკანონი და სამართალი
მამაიან ტადეუშ დუდა
დედაიანინა დუდა
მეუღლეაგატა დუდა
შვილებიკინგა დუდა
პროფესიაიურისტი
რელიგიარომის კათოლიკური ეკლესია
ხელმოწერაAndrzej Duda Signature 02.svg
საიტიOfficial website

ანჯეი დუდა (პოლ. Andrzej Sebastian Duda; დ. 16 მაისი, 1972) — პოლონეთის პრეზიდენტი. იურისტი და ევროპარლამენტის წევრი.[1] პოლონეთის პრეზიდენტობის კანდიდატი კანონი და სამართლის პარტიიდან პოლონეთის 2015 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში.[2]. 2015 წლის 24 მაისს მან არჩევნებში დაამარცხა მისი წინამორბედი ბრონისლავ კომოროვსკი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანჯეი დუდა დაიბადა კრაკოვში მეცნიერებისა და მეცნიერებისა და ტექნოლოგიის AGH უნივერსიტეტის პროფესორების, იანინა მილევსკას და იან ტადეუშ დუდას ოჯახში. ანჯეის ცოლი, აგატა კორნჰაუსერ-დუდა უმაღლესი სკოლის მასწავლებელია, რომელიც ასწავლის გერმანულს კრაკოვის იან III სობესკის უმაღლეს სკოლაში.[3] დუდას სიმამრი არის პოლონელ-ებრაელი მწერალი, თარჯიმანი და ლიტერატურული კრისიტიკოსი იულიან კორნჰაუსერი.[4]

ის სწავლობდა სამართლის ფაკულტეტზე იაგელონის უნივერსიტეტში. 2001 წლის ოქტომბერში დაინიშნა იაგელონის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის სამართლის დეპარტამენტის პროფესორის თანაშემწედ. 2005 წლის იანვარში დუდამ მიიღო PhD-ის სამართლის ხარისხი იმავე უნივერსიტეტში.

მან თავისი პოლიტიკური კარიერა 2000-იანებამდე თავისუფლების კავშირის პარტიაში დაიწყო, მაგრამ 2005 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ თანამშრომლობა დაიწყო კანონის და სამართლის პარტიასთან.[5] 2006 წლიდან 2007 წლამდე ის იყო იუსტისიის მინისტრის მოადგილე. 2007—2008 წლებში დუდა პოლონეთის სახელმწიფო სასამართლოს წევრი იყო. 2008—2010 წლებში ლეხ კაჩინსკის პრეზიდენტობის დროს, ის პოლონეთის რესპუბლიკის კანცელარიის წევრი იყო. [6] 2010 წელს ანჯეი დუდა იყო წარუმატებელი კანდიდატი, რომ გამხდარიყო ადგილობრივი კრაკოვის პრეზიდენტი, როგორც PiS კანდიდატი[7], მაგრამ მან დიდ წარმატებას მიაღწია 2011 წლის საპარლამენტო არჩევნებში, სადაც მან მიიღო 79,981 ხმა კრაკოვში, ამგვარად გახდა სეიმის წარმომადგენელი.[8] 2014 წელს აირჩიეს ევროპარლამენტის წევრად. [9]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]