ოლაფ შოლცი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ოლაფ შოლცი
ოლაფ შოლცი
შოლცი 2021 წლის სექტემბერში
გერმანიის კანცლერი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა8 დეკემბერი, 2021
პრეზიდენტი  ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი
წინამორბედიანგელა მერკელი

დაბადებული14 ივნისი, 1958 (1958-06-14) (65 წლის)
ოსნაბრიუკი, დასავლეთი გერმანია
რეზიდენციაპოტსდამი
პოლიტიკური პარტიაგერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტია
მეუღლებრიტა ერნსტი
განათლებაჰამბურგის უნივერსიტეტი
საქმიანობაპოლიტიკოსი
იურისტი
ხელმოწერა
საიტიolaf-scholz.spd.de

ოლაფ შოლცი (გერმ. Olaf Scholz; დ. 14 ივნისი, 1958) — გერმანელი პოლიტიკოსი, 2021 წლის 8 დეკემბრიდან გერმანიის ფედერალური კანცლერი.[1] 2018-2021 წლებში გერმანიის ფინანსთა მინისტრი და ვიცე-კანცლერი. გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი. 2007–2009 წლებში გერმანიის შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრი. 2002–2004 წლებში გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის გენერალური მდივანი. ჰამბურგის მერი 2011–2018 წლებში. გერმანიის ბუნდესტაგის წევრი.

2022 წლის 27 თებერვალს 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრაზე საპასუხოდ შოლცმა რუსეთის უკრაინაზე თავდასხმას უწოდა გერმ. Zeitenwende (ზუსტი ქართული თარგმანი - ჟამთაცვლა).[2] შოლცის განცხადებით, აგრესიაზე საპაუსუხოდ გერმანიის მთავრობა 100 მილიარდი ევროს ფონდს სამხედრო ხარჯების მნიშვნელოვნად გასაზრდელად გამოიყენებდა. ამ სიტყვამ კარდინალურად შეცვალა გერმანიის მანამდე არსებული უაღრესად ფრთხილ თავდაცვის პოლიტიკას .

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Bennhold, Katrin (2021-12-08). „Germany Live Updates: Parliament Approves Scholz as Chancellor, Ending Merkel Era“. The New York Times (ინგლისური). ISSN 0362-4331. ციტირების თარიღი: 2021-12-08.
  2. The night everything changed: waiting for Russia’s invasion of Ukraine en (2022-11-17). ციტირების თარიღი: 2022-12-04