შინაარსზე გადასვლა

ვიოლა ამერდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვიოლა ამერდი
ვიოლა ამერდი
შვეიცარიის პრეზიდენტი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა1 იანვარი, 2024
ვიცე-პრეზიდენტი  კარინ კელერ-ზუტერი
წინამორბედიალენ ბერსე

დაბადებული7 ივნისი, 1962 (1962-06-07) (62 წლის)
ბრიგი, შვეიცარია
პოლიტიკური პარტიაქრისტიან-დემოკრატიული სახალხო პარტია
განათლებაფრიბურის უნივერსიტეტი
საქმიანობაიურისტი, ნოტარიუსი

ვიოლა ამერდი (გერმ. Viola Amherd; დ. 7 ივნისი, 1962) — შვეიცარიელი პოლიტიკოსი, შვეიცარიის ფედერალური საბჭოს წევრი 2019 წლის 1 იანვრიდან. შვეიცარიის ქრისტიან-დემოკრატიული სახალხო პარტიის (CVP/PDC) წევრი.

2023 წლის 13 დეკემბერს ვიოლა ამერდი აირჩიეს შვეიცარიის პრეზიდენტად.[1]

ვიოლა ამერდი დაიბადა 1962 წლის 6 ივნისს. 1982 წელს დაასრულა მშობლიური ქალაქის ლათინური გიმნაზია, რის შემდეგაც იურიდიული განათლება მიიღო ფრიბურის უნივერსიტეტში, რომელიც დაასრულა 1987 წელს. 1991 წლიდან ბრიგეში მუშაობდა იურისტად და ნოტარიუსად.

1992 წელს გახდა მშობლიური ქალაქის საბჭოს წევრი. 1996 წელს გახდაბრიგეს მუნიციპალიტეტის ვიცე-პრეზიდენტი, ხოლო 2000 წელს პრეზიდენტი. 2005-2018 წლებში შვეიცარიის პარლამენტის ქვედა პალატის, შვეიცარიის ეროვნული საბჭოს წევრია. 2018 წელს აირჩიეს შვეიცარიიის ფედერალური საბჭოს წევრად და დაიკავა თავდაცვის, სამოქალაქო თავდაცვისა და სპორტის მინისტრის თანამდებობა, მოვალეობის შესრულებას შეუდგა 2019 წლის 1 იანვრიდან.

2020 წელს შვეიცარიის ორი პარტია გაერთიანდა. შვეიცარიის კონსერვატიულ-დემოკრატიული პარტიისა და ქრისტიან-დემოკრატიულო სახალხო პარტიის საფუძველზე ჩამოყალიბდა ცენტრის პარტია. ახალი პარტიის წევრი გახდა ვიოლა ამერდიც. 2023 წლის 1 იანვრიდან შვეიცარიის ვიცე-პრეზიდენტია, ხოლო 2024 წლისათვის აირჩიეს პრეზიდენტად.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. Amtliches Bulletin. ციტირების თარიღი: 2023-12-13