შინაარსზე გადასვლა

ალასან უატარა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალასან უატარა
ალასან უატარა
კოტ-დ’ივუარის პრეზიდენტი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა11 აპრილი 2011
წინამორბედილორან გბაგბო

თანამდებობაზე ყოფნის დრო
7 ნოემბერი, 1990 – 9 დეკემბერი, 1993
წინამორბედითანამდებობა დაარსდა
მემკვიდრეგაბრიელ კაბლან დუნკანი

დაბადებული1 იანვარი, 1942 (1942-01-01) (82 წლის)
დიმბოკრო, კოტ-დ’ივუარი
პოლიტიკური პარტიაგაერთიანებული რესპუბლიკელები
პროფესიაეკონომისტი
რელიგიაისლამი

ალასან დრამან უატარა (ფრანგ. Alassane Dramane Ouattara, დ. 1 იანვარი 1942, დიმბოკრო, კოტ-დ’ივუარი) — კოტ-დ’ივუარის პოლიტიკური მოღვაწე. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი 1990–1993 წწ. და პრეზიდენტი 2011 წლის 11 აპრილიდან.

დაიბადა თანამედროვე კოტ-დ’ივუარის ტერიტორიაზე დაამთავრა დრექსელისა და პენსილვანიის უნივერსიტეტები. 1984–1988 წწ. მუშაობდა საერთაშორისო სავალუტო ფონდში და განაგებდა აფრიკის დეპარტამენტს. 1988–1990 წლებში კი მუშაობდა დასავლეთ აფრიკის ქვეყნების ცენტრალურ ბანკში.

1990 წელს პრეზიდენტმა ფელიქს უფუე-ბუანმა დანიშნა პრემიერ-მინისტრად. 1993 წელს პრეზიდენტის გარდაცვალებიდან 2 დღეში დატოვა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.

2010 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მიიღო ხმების 33 % და გავიდა მეორე ტურში, რომელშიც 54,10 % ხმით გაიმარჯვა ალასან უატარამ. ჩრდილოეთის 7 რეგიონში, რომლებშიც დამაჯერებლად გაიმარჯვა უატარამ, არჩევნების შედეგები გააუქმეს[1], რასაც მოჰყვა მწვავე პოლიტიკური კრიზისი. 11 აპრილს მოქმედი პრეზიდენტი ლორან გბაგბო აბიჯანში მდებარე მის რეზიდენციაში დააპატიმრეს[2]. სახელმწიფოს მეთაური გახდა ალასან უატარა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. „Кризис в Кот-д’Ивуаре: два президента борются за власть“ (რუსული). Русская служба би-би-си. 4 декабря 2010 г. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  2. კოტ დ’ივუარის ლიდერი, ლორან გბაგბო დააპატიმრეს
წინამორბედი:
ლორან გბაგბო
კოტ-დ’ივუარის პრეზიდენტი

2011 – დღემდე
შემდეგი: