ჭურჭელაურები
სოფელი | |
---|---|
ჭურჭელაურები | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | მცხეთა-მთიანეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | თიანეთის მუნიციპალიტეტი |
თემი | თიანეთი |
კოორდინატები | 42°08′25″ ჩ. გ. 44°58′30″ ა. გ. / 42.14028° ჩ. გ. 44.97500° ა. გ. |
ადრეული სახელები | აჯაღვა |
ცენტრის სიმაღლე | 1150 მ |
მოსახლეობა | 73[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 98,6 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
ჭურჭელაურები (ყოფილი აჯაღვა) — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარის თიანეთის მუნიციპალიტეტში, დაბა თიანეთის ტერიტორიულ ორგანოში.[1] მდებარეობს მდინარე ივრის მარჯვენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 1150 მეტრზე. თიანეთიდან დაშორებულია 3 კილომეტრით.
ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სოფლის ძველი სახელწოდებაა აჯაგვი (აჯაღვა). ახალი სახელწოდება სოფელმა XX საუკუნის 20-იან წლებში აქ მოსახლე ჭურჭელაურთა გვარიდან მიიღო. თავდაპირველად მას აჯაგვის ჭურჭელაურებს ეძახდნენ. XVIII საუკუნის I ნახევრის აღწერაში სოფელს აჯაგვი ჰქვია. იოანე ბატონიშვილი მას თიანეთის სოფელთა სიაში ასახელებს და იქ უკვე სახლობენ ჭურჭელაურები. მთიელთა მიგრაცია სოფელში XVII საუკუნიდან დაიწყო და XX საუკუნეშიც გრძელდებოდა. სოფელი ახლოს იყო თიანეთზე გამავალ სავაჭრო გზასთან, რომელიც ქართლიდან კავკასიის ალბანეთისა და სომხეთისაკენ მიემართებოდა. გვიანდელ შუა საუკუნეებში აჯაგვი ადმინისტრაციულად თიანეთის სამოურავო ერთეულში შედიოდა. XIX საუკუნის I ნახევარში ჭურჭელაურებში დასახლებულან ხევსურებიც.
დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 73 ადამიანი.[1]
აღწერის წელი | მოსახლეობა |
---|---|
2002 | 126[2] |
2014 | 73 |
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- კახაძე კ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 423.
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 408.
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 6 სექტემბერი 2016.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.