არკინარეთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან არკინარეთი (გორის მუნიციპალიტეტი))
სოფელი
არაკინარეთი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
სპეციალური ერთეული სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული
მუნიციპალიტეტი ერედვის მუნიციპალიტეტი
თემი ბიყარი
კოორდინატები 42°14′10″ ჩ. გ. 44°15′19″ ა. გ. / 42.23611° ჩ. გ. 44.25528° ა. გ. / 42.23611; 44.25528
ცენტრის სიმაღლე 1180
არკინარეთი — საქართველო
არკინარეთი
არკინარეთი — სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული
არკინარეთი
არკინარეთი — ერედვის მუნიციპალიტეტი
არკინარეთი

არკინარეთი[1][2]სოფელი საქართველოში, ერედვის მუნიციპალიტეტში, ბიყარის თემში.

გეორგაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მდებარეობს მდინარე არკინარეთის (მეჯუდის მარჯვენა შენაკადი) ნაპირზე. ზღვის დონიდან 1180 მეტრი, ცხინვალიდან 26 კილომეტრი, გორიდან — 35 კილომეტრი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვახუშტი ბაგრატიონის მიხედვით სოფელს ადრე აკანათური ერქვა და ისროლისხევში შედიოდა. X საუკუნეში ისროლისხევთან ერთად ცხრაძმისხევის, XIII-XIV სს-დან კი ქსნის საერისთავოს შემადგენლობაშია. სოფლის მოსახლეობა ძველი დროიდან ქართული იყო. XVIII საუკუნის II ნახევრიდან ჩნდება ოსური მოსახლეობაც. 1865 წელს სოფელს არკინარეთი ეწოდებოდა და ქსნის უბნის ლეკოიანის სასოფლო თემის შემადგენლობაში შედიოდა. 1991 წლამდე შედიოდა ცხინვალის რაიონში, ხოლო 2007 წლამდე შედიოდა გორის მუნიციპალიტეტში. 2008 წლიდან ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ[3], ხოლო სოფელს დე ფაქტო აკონტროლებს სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა, რომლის ტერიტორიაზე სოფელს მიანიჭეს ოსური სახელწოდება (ოს. Æрчъынарет).

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1989 წლის აღწერით სოფელში ფიქსირდებოდა 89 მცხოვრები.

ღირსშესანიშნაობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხუროთმოძღვრული ძეგლებიდან აღსანიშნავია: არკინარეთის ყველაწმინდის ეკლესია, არკინარეთის ეკლესია, არკინარეთის წმინდა გიორგის ეკლესია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]