არდისის წმინდა გიორგის ნაეკლესიარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

არდისის წმინდა გიორგის ნაეკლესიარი — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა, ერედვის მუნიციპალიტეტის სოფელ არდისში, ძველ სასაფლაოზე. აგებულია შუა საუკუნეებში.

სოფლის სასაფლაოზე მდებარე ეკლესია ნაგები იყო ფიქალით. ეკლესიის გეგმა არ იკითხება. მის გარშემო გალავნის ფრაგმენტებია. ტერიტორიაზე მრავლად ყრია საპირე ქვა. ძეგლის დათარიღება არ ხერხდება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა, ქართლი, პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. I, თბ., 2002, გვ., 9