სიმონა დოლიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სიმონა დოლიძე
სიმონა დოლიძე.jpg
დაბ. თარიღი 1885
დაბ. ადგილი ამაღლება, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 25 სექტემბერი, 1911
გარდაცვალების ადგილი ნატანები, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების მიზეზი მკვლელობა
ეროვნება ქართველი
თანამშრომლობა მელქისედეკ ბურჭულაძე
ცნობილია, როგორც ფირალი
იარაღი მაუზერი, თოფი, რევოლვერი

სიმონა დოლიძე (დ. 1885, ამაღლება — გ. 25 სექტემბერი, 1911, ნატანები) — ქართველი ფირალი და ტერორისტი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა ღარიბი გლეხის ოჯახში. მისი მამა ბათუმში მუშაობდა ნავსადგურში მტვირთავების ასისთავად. სიმონა სოფლის ორკლასიანი სასწავლებლის დასრულების შემდეგ ბათუმში გაემგზავრა და მამის მოულოდნელი გარდაცვალების შემდეგ მის ადგილზე დაიწყო მუშაობა. ბათუმში გაეცნო მარქსისტულ ლიტერატურას და ჩაება რევოლუციურ მოძრაობაში. რევოლუციის დამარცხების შემდეგ დოლიძე ფირალად გავარდა და ტყეში გახიზნულ წითელრაზმელებს შეუერთდა.

სიმონა დოლიძე შუაში

ფირალობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რევოლუციური კომიტეტის დავალებით დოლიძემ მრავალი ტერორისტული აქტი და დავალება შეასრულა. მონაწილეობდა ლიანდაგების აყრაში, ძარცვავდა ბანკებს, ფოსტებსა და მატარებლებს. მოკლა მრავალი ჯაშუში და მღვდელი, თავისი სოფლის ორი მამასახლისი: წეროძე და კეკელიძე. წეროძის მკვლელობის გამო სოფელს დიდი გადასახადი შეაწერეს. კეკელიძემ კი დოლიძის ცოლი დაიბარა, შეურაცხყოფა მიაყენა, სილა გაარტყა და ქმრის გაცემა მოსთხოვა. დოლიძემ დღეობიდან დაბრუნებული კეკელიძე მოკლა.

გადმოცემის მიხედვით იყო საშუალო ტანის, მსუქანი, სქელი. ლამაზი სახის, თეთრფეროვანი და ჭრელთვალება. თანამედროვენი მას ახასიათებდნენ, როგორც უაღესად გულკეთილ, თავმდაბალ ადამიანს, თუმცა უსამართლობას რომ ნახავდა, პასუხის გაუცემლად არ დატოვებდა.

სიკვდილი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დოლიძემ გადაწყვიტა დაეტოვებინა გურია და ბათუმისკენ გასწია. მას თან ახლდა მისი სახლიკაცი ანდრო დოლიძე და ფირალი მელქისედეკ ბურჭულაძე. ნატანებში ისინი დასასვენებლად ერთ ნალიაში დაიმალნენ, სიმონას იმ დროს თურმე ფეხები აწუხებდა, ანდრო დოლიძე კი საჭმლის მოსატანად გაგზავნეს.

ამ უკანასკნელმა გასცა ფირალები და ჯარიკაცებმა პროპორშჩიკ ივანე ჯაფარიძის მეთაურობით ნალიას ალყა შემოარტყეს. ნალიიდან პირველი სიმონა დოლიძე გადმოხტა, მას მიჰყვა ბურჭულაძე. ბურჭულაძემ მოახერხა გაქცევა, სიმონა ორივე ფეხში დაიჭრა, მაგრამ შეძლო ჯაფარიძის მოკვლა. გადმოცემით, დაჭრილ დოლიძეს მაუზერი თავდამსხმელებისთვის გადაუგდია. ჯაფარიძეს ეს რომ დაუნახავს ბურჭულაძისთვის თავი დაუნებებია და მაუზერისკენ გამოექანა, სიმონას ის მეორე მაუზერით მოკლავს. ცნობილია, რომ სიმონა დოლიძე ორ მაუზერს ატარებდა — კონდახიანს, რომელიც თოფის მაგივრობას უწევდა და მეორე უკონდახოს. ასევე ხმარობდა თოფს და რევოლვერს.

სხვა ვერსიით ივანე ჯაფარიძე არა სიმონა დოლიძემ, არამედ მისმა მოადგილემ მოკლა პირადი ინტერესის გამო, და იმ დროს, რომ სიმონა დოლიძეს დაბრალებოდა.[1]

პოპულარულ კულტურაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიმონა დოლიძის ძეგლი შუა ამაღლებაში

სიმონა დოლიძის შესახებ არსებობს ხალხური ლექსი და სიმღერა, რომელშიც პირველ პირშია გადმოცემული დოლიძის სიკვდილი.[2] ეს სიმღერა ისმის ქართულ კინოფილმში „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“[3] დოლიძის მშობლიურ სოფელში დგას მისი ძეგლი.

ლექსი სიმონა დოლიძეზე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  • ირაკლი მახარაძე, „გურული ფირალები“ გვ, 147-150 — „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“, თბილისი, 2008 ISBN 978-9941-403-95-8

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]