მხარე
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. გთხოვთ გამართოთ იგი შესაბამისი წყაროების მითითებით. მასალა გადამოწმებადი წყაროების გარეშე ითვლება საეჭვოდ და შეიძლება წაიშალოს. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, როგორ ჩასვათ წყარო, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:წყაროს მითითება|მხარე}} |
მხარე — ტერიტორიული ერთეული საქართველოსა და რიგ ქვეყნებში. გარდა საქართველოსა, სამხარეო დაყოფა გააჩნია რუსეთის ფედერაციას, ჩეხეთსა და სლოვაკეთს.
[რედაქტირება] საქართველოს მხარეები
1994-1996 წლებში საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტების საფუძველზე ექსპერიმენტის ფორმით შეიქმნა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ადმინისტრაციულ–ტერიტორიული ერთეულების 9 დიდი გაერთიანება (მხარე). მხარეში დაინიშნა საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულები. მხარე არ წარმოადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულს. სამხარეო დაყოფა დაახლოებით ემთხვევა საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიულ კუთხეებს.
2006 წელს განხორციელებული თვითმმართველობის რეფორმის თანახმად, სახელმწიფო რწმუნებულების ფუნქციად განისაზღვრა მხარეში შემავალი მუნიციპალიტეტების საქმიანობის კანონიერების სახელმწიფო ზედამხედველობა.
- გურიის მხარე
- იმერეთის მხარე
- კახეთის მხარე
- მცხეთა-მთიანეთის მხარე
- რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მხარე
- სამეგრელოს და ზემო სვანეთის მხარე
- სამცხე-ჯავახეთის მხარე
- ქვემო ქართლის მხარე
- შიდა ქართლის მხარე
სტატიის