ისკო

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ისკო
Francisco Román Alarcón Suárez.jpg
პირადი მონაცემები
სრული სახელი ფრანცისკო რომან ალარკონ სუარესი
დაბადების
თარიღი
21 აპრილი, 1992
დაბადების
ადგილი
ბენალმადენა, ესპანეთი
სიმაღლე 1.76 მ
სათამაშო
პოზიცია
შემტევი ნახევარმცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
მადრიდის რეალი
ნომერი 10
ახალგაზრდული კარიერა
ბენამიელი
2006-2009 ვალენსია
პროფესიონალური კარიერა
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2009-2011 ვალენსია ბ 52 (16)
2010-2011 ვალენსია 4 (0)
2011-2013 მალაგა 69 (14)
2013- მადრიდის რეალი 1 (1)
ეროვნული ნაკრები
2008 ესპანეთი 16 წლ. 3 (1)
2008-2009 ესპანეთი 17 წლ. 21 (6)
2010 ესპანეთი 18 წლ. 1 (1)
2010-2011 ესპანეთი 19 წლ. 12 (7)
2011 ესპანეთი 20 წლ. 6 (1)
2011- ესპანეთი 21 წლ. 16 (9)
2012 ესპანეთი 23 წლ. 5 (0)
2013- ესპანეთი 1 (0)
† პროფესიულ კლუბებში ჩატარებული მატჩები და გოლები მოცემულია მხოლოდ ადგილობრივი ჩემპიონატის მონაცემებით.

ფრანჩისკო რომან ალარკონ სუარესი (ისკო) (დ. 21 აპრილი, 1992) — ესპანელი ფეხბურთელი, ამჟამად მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველი.

ბავშვთა ასაკი[რედაქტირება]

ისკო დაიბადა ბენალმადენაში, მალაგა, ანდალუსია. პატარობაში ბენალმადენას ადგილობრივ გუნდში ვარჯიშობდა. შემდეგ ვარჯიში განაგრძო „მალაგას“ ბავშვთა გუნდში. გამორჩეული თამაშის გამო „ვალენსიის)“ მესვეურთა თვალთახედვის არეში, უკვე 15 წლის ასაკში მოხვდა, 16 წლის ისკო კი უკვე „ვალენსიას“ საბავშვო გუნდში ირიცხებოდა.

ვალენსია[რედაქტირება]

ისკოს დებიუტი „ვალენსიაში“ ესპანეთის საფეხბურთო თასის მატჩში „ლოგრონესის“ წინააღმდეგ მატჩში შედგა. ეს თამაში ვალენსიას გამარჯვებით, ანგარიშით 4:1 დასრულდა. ისკომ დებიუტი ორი გოლით აღნიშნა.[1].

ესპანეთის ლა ლიგაში ისკომ პირველად 2010 წლის 14 ნოემბერს, „ხეტაფეს“ წინააღმდეგ მატჩში ითამაშა. შეხვედრა „ვალენსიამ“ 2:0 მოიგო. ისკო თამაშში 73-ე წუთზე არიც ადურისის ნაცვლად ჩაერთო.

მალაგა[რედაქტირება]

2011 წლის ივლისის შუა რიცხვებში, მას შემდეგ რაც ვალენსია ბ-ის რიგებში 15 გოლი გაიტანა და გუნდს მესამე დივიზიონში გადასვლაში დაეხმარა, „მალაგასთან“ ხუთ წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ტრანსფერში მალაგამ 6 მილიონი ევრო გადაიხადა.[2] ახალ გუნდში პირველი გოლი ისკომ 2011 წლის 21 ნოემბერს „რასინგ სანტანდერი“ს გაუტანა;[3] მომდევნო კვირას ისკომ კვლავ გაიტანა. იმ მატჩში „მალაგამ“ „ვილიარეალს“ 2:1 მოუგო.[4]. „ლა ლიგის“ 2011–12 წლების სეზონში ისკომ 32 მატჩში ითამაშა. იმავე სეზონში შედგა მისი დებიუტი უეფა-ს ჩემპიონთა ლიგაში, საკვალიფიკაციო ეტაპზე.

2012 წლის 18 სექტემბერს, „მალაგამ“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში ისკომ დუბლი შეასრულა და გუნდმა „ზენიტ სანქტ-პეტერბურგი“ ანგარიშით 3:0 დაამარცხა. ისკო შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელადაც დაასახელეს.[5] დეკემბერში ისკო Golden Boy-ის („ოქროს ბიჭუნა“) ჯილდო მიიღო.[6][7]

2013 წლის 28 იანვარს ისკომ „მალაგასთან“ ახალი კონტრაქტის გაფორმებით დაასრულა სპეკულაციები მის მომავალ კლუბთან დაკავშირებით. ახალი ხელშეკრულების მიხედვით ისკოს ტრანფერისთვის მსურველ კლუბებს მინიმუმ €35 მილიონი ევრო უნდა გადაეხადა.[8] 13 მარტს ისკოს გოლმა „პორტუ“ს წინააღმდეგ მატჩში, „მალაგა“ ისტორიაში პირველად, ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში გაიყვანა.[9][10] „მალაგას“ ხელმძღვანელობამ „22“ ნომრიანი მაისური ისკოს სამუდამოდ გადასცა.

რეალ მადრიდი[რედაქტირება]

2013 წლის 17 ივნისს ისკომ დაადასტურა, რომ მიიღო შემოთავაზება „რეალ მადრიდისგან“ და „მალაგას“ ყოფილი მენეჯერის, მანუელ პელეგრინის „მანჩესტერ სიტისგან“, თუმცა გადაწყვეტილი ჰქონდა წინადადებები უეფა-ს 21 წლამდე ფეხბურთელთა 2013 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალის შემდგომ განეხილა.[11] 26 ივნისს, „რეალ მადრიდის“ პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა განაცხადა,რომ მადრიდულმა კლუბმა ისკოსთან შეთანხმებას მიაღწია და ფეხბურთელს შემდეგ კვირაში, სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ წარადგენდნენ;[12] მომდევნო დღეს, „რეალ მადრიდის“ მიერ მალაგასათვის €30 მილიონი ევროს გადახდის შემდეგ, ისკომ დედაქალაქურ კლუბთან ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ფრანცისკო რომან ალარკონ სუარესი გახდა პირველი შენაძენი მადრიდელებისთვის, ახალი მწვრთნელის კარლო ანჩელოტის დანიშვნის შემდეგ.[13]

2013 წლის 18 აგვისტო „სამეფო კლუბის“ რიგებში თავისი დებიუტი ისკომ გოლითა და საგოლე გადაცემით აღნიშნა. მან 26-ე წუთზე ქარიმ ბენზემას გაატანინა, ხოლო 86-ე წუთზე კი თავადაც გაუტანა „რეალ ბეტისს“.[14] პირველ სექტემბერს ისკომ „ატლეტიკ ბილბაოს“ წინააღმდეგ მატჩი ორი გოლი გაიტანა და დუბლი შეასრულა (საბოლოო ანგარიში 3–1, სანტიაგო ბერნაბეუ).[15]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. ისკოს დუბლი. Valencianistas.ru
  2. Isco firma cinco temporadas por el Málaga (Isco signs for five seasons with Málaga); „მარკა“, 11 ივლისი, 2011 (ესპანური)
  3. Malaga up to fifth; ESPN Soccernet, 21 November 2011
  4. Malaga 2–1 Villarreal: Toulalan scores and is sent off as Manuel Pellegrini's men go fifth in La Liga; Goal.com, 28 November 2011
  5. Magical Málaga make it a debut to remember; UEFA.com, 18 სექტემბერი 2012
  6. Isco, ganador del prestigioso Golden Boy (Spanish). Málaga's official website (22 December 2012). წაკითხვის თარიღი: 4 April 2013.
  7. Ed Dove. “Isco: Most Improved Players“, Bleacher Report, 28 March 2013. წაკითხვის თარიღი: 7 April 2013. 
  8. Isco ends speculation regarding future by penning new Malaga contract. Sky Sports (28 January 2013). წაკითხვის თარიღი: 28 January 2013.
  9. Santa Cruz sends Málaga into last eight. UEFA.com (13 March 2013). წაკითხვის თარიღი: 14 March 2013.
  10. Málaga cruise into Champions League quarter-finals after Porto are sunk. The Guardian (13 March 2013). წაკითხვის თარიღი: 13 March 2013.
  11. Isco reveals City and Madrid offers. Goal.com (17 June 2013). წაკითხვის თარიღი: 17 June 2013.
  12. Transfer news: Real Madrid say they have won battle to sign Isco. Sky Sports (27 June 2013). წაკითხვის თარიღი: 27 June 2013.
  13. Isco, nuevo jugador del Real Madrid (Spanish). Real Madrid's official website (27 June 2013). წაკითხვის თარიღი: 27 June 2013.
  14. Real Madrid give Carlo Ancelotti winning start after Isco's dream debut. The Guardian (18 August 2013). წაკითხვის თარიღი: 19 August 2013.
  15. Progresa adecuadamente (Spanish). Marca (1 September 2013). წაკითხვის თარიღი: 1 September 2013.
მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ისკო&oldid=2688336“-დან