ხუან მატა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
(გადამისამართდა გვერდიდან ხუან მანუელ მატა)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხუან მატა
Juan Mata
Juan Manuel Mata.jpg
პირადი მონაცემები
სრული სახელი ხუან მანუელ მატა გარსია
დაბადების
თარიღი
28 აპრილი, 1988
დაბადების
ადგილი
ვილიაფრანკა, ესპანეთი
სიმაღლე 171 სმ
სათამაშო
პოზიცია
ნახევარმცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
მანჩესტერ იუნაიტედი
პროფესიონალური კარიერა
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2006-2007 რეალ მადრიდი B 39 (10)
2007-2011 ვალენსია 129 (34)
2011-2014 ჩელსი 82 (18)
2014- მანჩესტერ იუნაიტედი 0 (0)
ეროვნული ნაკრები
2009– ესპანეთი 32 (9)
† პროფესიულ კლუბებში ჩატარებული მატჩები და გოლები მოცემულია მხოლოდ ადგილობრივი ჩემპიონატის მონაცემებით.

ხუან მანუელ მატა (ესპ. Juan Mata დ. 28 აპრილი, 1988) — „მანჩესტერ იუნაიტედის" ესპანელი ფეხბურთელი.

საკლუბო კარიერა[რედაქტირება]

ადრეული წლები[რედაქტირება]

მატა დაიბადა 1988 წლის 28 აპრილს, ბურგოსის პროვინციის პაწაწინა ქალაქ ვილიაფრანკაში. ხუანის მამა ასევე ფეხბურთელი იყო და საფეხბურთო კლუბ ბურგოსში თავდამსხმელის პოზიციაზე თამაშობდა. გაერკვეული დროის გასვლის შემდეგ, მატას ოჯახი გადაბარგდა ოვიედოში. აქვე, ადგილობრივ რეალ ოვიედოში დაიწყო მატამ ახალგაზრდული კარიერა, 15 წლიდან კი რეალ მადრიდის აკადემიას შეუეერთდა. ახალგაზრდულ შემადგენლობაში მატამ 2005-06 წლების სეზონში 18 გოლი გაიტანა, რაც ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის საკმაოდ კარგი შედეგია. 2006-07 წლების სეზონში კი მატა უკვე მადრიდელთა სარეზერვო გუნდში გადაიყვანეს და ოფიციალური კონტრაქტი გაუფორმეს. ბერნაბეუზე ის 34 ნომრიანი მაისურით გამოდიოდა.

ვალენსია[რედაქტირება]

2007 წლის მარტში, მატამ დატოვა მადრიდი და ხელშეკრულება გააფორმა საფეხბურთო კლუბ ვალენსიასთან. ვალენსიას ძირითად თერთმეტეულში მოხვედრაში, ახალგაზრდა ტალანტს ხელი შეუწყო იმან, რომ ტრამვირებული იყო ვისენტე, ანგულო კი რონალდ კუმანმა გუნდიდან გაუშვა.

მატამ პირველად მისი ვალენსიური კარიერის განმავლობაში დუბლი გაიფორმა სათასო შეხვედრაში ბარსელონასთან. მან ასევე გოლი გაიტანა ფინალში ხეტაფესთან. ხსენებულ სეზონში მატამ ვალენსიას მაისურით 9 გოლი შეაგდო და ყოველივე ამის შედეგად იგი დასახელდა ლოს ჩეს წლის საუკეთესო ახაგაზრდა ფეხბურთელად.

ტიტულები[რედაქტირება]

  • ესპანეთის თასის გამარჯვებული (1): 2008
  • მსოფლიო ჩემპიონი (1): 2010
  • ინგლისის საფეხბურთო თასის გამარჯვებული (1): 2012
  • ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული (1): 2012
  • ევროპის ჩემპიონი (1): 2012

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: