ესპანეთის სეგუნდა დივიზიონი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სეგუნდა დივიზიონი
Liga adelante osceanx.png
სპორტი ფეხბურთი
დაარსდა 1929
გუნდების რაოდ. 22
ქვეყანა ესპანეთის დროშა
ამჟ. გამარჯვებული დეპორტივო ლა-კორუნია
ყველაზე ტიტულოვანი რეალ მურსია (8)

სეგუნდა დივიზიონი (ესპ. Segunda División) — თავისი მნიშვნელობით მეორე საფეხბურთო ლიგა ესპანეთში, ორ არსებულ ესპანურ საფეხბურთო ლიგას შორის უდაბლესი. ტურნირის გათამაშება 1929 წლიდან მიმდინარეობს. 2006 წლის აგვისტოდან – 2008 წლის ივნისამდე ლიგას Liga BBVA ეწოდებოდა, ხოლო 2008–2009 წელს ლიგას გადაერქვა სახელი და Liga Adelante დაერქვა.[1]

ისტორია[რედაქტირება]

დაარსდა 1929 წელს ესპანეთის პროფესიონალური საფეხბურთო ლიგის ეგიდით (ესპ. Liga de Fútbol Profesional, LFP).ამჟამად ტურნირში 22 კლუბი იღებს მონაწილეობას. 2006 წელს სეგუნდა დივიზიონის ოფიციალური სპონსორი გახდა ბანკი BBVA (Banco Bilbao Vizcaya Argentaria), ლიგას კი სახელი გადაერქვა და 2008 წლის ივნისამდე მას Liga BBVA ერქვა. [2] 2008 წლის ივნისში ლიგას განმეორებით შეეცვალა სახელწოდება და Liga Adelante დაერქვა.

გათამაშების სისტემა[რედაქტირება]

ტურნირში მონაწილეობს 22 კლუბი. სამი კლუბი რომლებიც სეზონის დასასრულს პირველ სამ ადგილს იკავებენ, გადადიან პრიმერა დივიზიონში, უკანასკნელ ოთხი ადგილზე გასული კლუბები კი სეგუნდა B-ში გადადიან.


სქოლიო[რედაქტირება]

  1. BBVA presenta su acuerdo estratégico con la NBA y la Liga BBVA (ესპანური)
  2. BBVA presenta su acuerdo estratégico con la NBA y la Liga BBVA (ესპანური)