ფერნანდო იერო

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფერნანდო იერო
Fernando Hierro 2008.jpg
პირადი მონაცემები
სრული სახელი ფერნანდო ლუის იერო
დაბ. თარიღი 1968 წ; 23 მარტი
დაბ. ადგილი ველესი (მალაგა), ესპანეთი
სიმაღლე 187 სმ
პოზიცია მცველი
ეროვ. ნაკრები ესპანეთი
კარიერა
კლუბები „ვალიადოლიდი“ (1987-89),

„რეალი (მადრიდი)“ (1989-2003),

„ალ რაიანი“ (კატარი, 2003-04);

„ბოლტონი“ (ინგლისი, 2004-05)

* ნაკრებში ჩაატარა 89 მატჩი, გაიტანა 29 გოლი.

ფერნანდო იერო (Fernando Ruiz Hierro [feɾ'nando 'ʝero]) (დ. 23 მარტი, 1968, მალაგა, ესპანეთი), ესპანელი ფეხბურთელი.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

კარიერა დაიწყო კლუბ „ვალიადოლიდში“ სადაც ორი წელი გაატარა, 58 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 3 გოლი გაიტანა. შემდეგ კი 1989 წელს მადრიდის „რეალთან“ გააფორმა ხელშეკრულება, სადაც 14 წელი გაატარა.

ნაკრებში, ისევე როგორც რეალში, იერო პირველად 1989 წელს გამოჩნდა. 21 წლის მცველმა სადებიუტო მატჩი 20 სექტემბერს, პოლონელების წინააღმდეგ გამართა და მას შემდეგ იგი ნაკრების უცვლელი წევრი გახდა.

2004 წელი მან ყატარის „ალ რაიანში“ გაატარა. იმავე სეზონის დასასრულს კი როცა მან საბოლოოდ გადაწყვიტა ფეხბურთიდან წასვლა ინგლისის პრემიერლიგაში მოთამაშე „ბოლტონმა“ მიიწვია, სადაც 2005 წლამდე დარჩა.

ტიტულები[რედაქტირება]