ანდრეს პალოპი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ანდრეს პალოპი
STOP nuvola.svg
ეს თარგი აღარ გამოიყენება. გთხოვთ იხილოთ თარგი:ინფოდაფა ფეხბურთელის ბიოგრაფია ახალი სტანდარტების შესაბამისად.
AndresPalop.jpg
პირადი მონაცემები
სრული სახელი ანდრეს პალოპ სერვერა
დაბ. თარიღი 22 ოქტომბერი, 1973
დაბ. ადგილი    ვალენსია, ესპანეთის დროშა ესპანეთი
სიმაღლე 184 სმ.
პოზიცია მეკარე
საკლუბო ინფორმაცია
ამჟ. კლუბი სევილია
ნომერი 1
ახალგაზრდობის კლუბები
1995–1997 ესპანეთის დროშავალენსია მესტალია
პროფესიული კლუბები1
წლები კლუბი მატჩი (გოლი)*
1997–2005 ესპანეთის დროშა ვალენსია 043 (0)   
1997-1999 ესპანეთის დროშა ვილიარეალი (იჯარით) 074(0)   
2005-დღემდე ესპანეთის დროშა სევილია 0207(1)   


* მატჩებში მონაწილეობა (გოლები)

ანდრეს პალოპ სერვერა — (დ. 22 ოქტომბერი, 1973, ესპანეთი) — ესპანელი ფეხბურთელი. თამაშობს საფეხბურთო კლუბ „სევილიაში“ მეკარის პოზიციაზე. ესპანეთის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებთან ერთად მან მოიგო ევროპის ჩემპიონატი 2008 წელს.

კარიერა[რედაქტირება]

ანდრეს პალოპი არის საფეხბურთო კლუბ „ვალენსიის“ აღზრდილი სადაც დაიწყო მან კარიერა. იქ ის იყო სანტიაგო კანისარესის დუბლიორი. 1997-1999 წლის სეზონებში ის განათხოვრებული იყო „ვილიარეალში“. 2005 წელს კი „სევილიის“ რიგებში ჩაირიცხა და ის კლუბის ძირითადი მეკარე გახდა.

საინტერესო ფაქტები[რედაქტირება]

2007 წლის 15 მარტს უეფას თასის 1/8 ფინალის საპასუხო შეხვედრაში „სევილია“ საკუთარ მოედანზე დონეცკის „შახტართან“ აგებდა 1:2-ს. მსაჯის მიერ დამატებულ დროში მეტოქის საჯარიმოში ჩასულმა მეკარემ მოახერხა უკრაინული გუნდის კარში თავით გოლის გატანა და ანგარიში გაათანაბრა. დამატებით ტაიმში კი „სევილელებმა“ კიდევ ერთი გოლი გაიტანეს და შემდეგ ეტაპზე გავიდნენ. ფინალში კი პალოპის გუნდი „ესპანიოლს“ დაუპირისპირდა, სადაც პალოპმა 11 მეტრიანების სერიაში 3 პენალტის მოგერიება მოახერხა და გუნდს გამარჯვება მოუტანა.

ესპანეთის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებთან ერთად მან მოიგო ევროპის ჩემპიონატი 2008 წელს.

ტიტულები[რედაქტირება]

ესპანეთის დროშა ვალენსია

ესპანეთის დროშა სევილია

ესპანეთის დროშა ეროვნული ნაკრები

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]