ალვარო მორატა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ალვარო მორატა
Alvaro Moratatraining with Real Madrid in LA.png
პირადი მონაცემები
სრული სახელი ალვარო ბორხა მორატა მარტინი
დაბადების
თარიღი
23 ოქტომბერი, 1992 (1992-10-23) (22 წლის)
დაბადების
ადგილი
მადრიდი, ესპანეთი
სიმაღლე 187 სმ.
სათამაშო
პოზიცია
თავდამსხმელი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
იუვენტუსი
ნომერი 9
ახალგაზრდული კარიერა
2005-2007 ატლეტიკო მადრიდი
2007-2008 ხეტაფე
2008-2010 მადრიდის რეალი
პროფესიონალური კარიერა
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2010-2013 რეალ მადრიდ კასტილია 83 (45)
2010-2014 მადრიდის რეალი 37 (10)
2014- იუვენტუსი 28 (8)
ეროვნული ნაკრები
2009 ესპანეთი 17 წლ. 6 (2)
2010 ესპანეთი 18 წლ. 2 (3)
2010-2012 ესპანეთი 19 წლ. 13 (11)
2013 ესპანეთი 21 წლ. 13 (13)
2014 ესპანეთი 4 (1)
† პროფესიულ კლუბებში ჩატარებული მატჩები და გოლები მოცემულია მხოლოდ ადგილობრივი ჩემპიონატის მონაცემებით. ბოლოს განახლდა: 17 მაისი, 2015.

‡ ეროვნულ მატჩებში მონაწილეობისა და გოლების მაჩვენებელი ბოლოს განახლდა:
31 მარტი, 2015.

ალვარო ბორხა მორატა მარტინი (ესპ. Álvaro Borja Morata Martín; 23 ოქტომბერი 1992, მადრიდი, ესპანეთი) — ესპანელი ფეხბურთელი, ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და „იუვენტუსის“ თავდამსხმელი.

კარიერა[რედაქტირება]

საკლუბო[რედაქტირება]

ალვარომ 2008 წელს კონტრაქტი გააფორმა „მადრიდის რეალთან“ და დატოვა „ხეტაფეს“ ახალგაზრდული გუნდის რიგები. მან „სამეფო კლუბში“ „ხუვენილ ც“-დან დაიწყო და 4 წელიწადში მთავარ გუნდშიც მოხვდა. 2009 წლის ნოემბერში მან გაიარა „ხუვენილის“ ყველა გუნდი (А, B და С) და „რეალ მადრიდ ც“-ში მოხვდა. 2010 წლის ივლისში კი მოიგო 2 ახალგაზრდული ტიტული და გაიტანა 34 გოლი. ის გადაყვანილი იქნა „კასტილიაში“.ჟოზე მოურინიუს მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ ის „სამეფო კლუბს“ გაჰყვა ტურნეზე აშშ-ში.

2010 წლის 15 აგვისტოს მორატას ჰქონდა დებიუტი „კასტილიაში“ „ალკორკონთან“ ამხანაგურ შეხვედრაში (1:0). ლიგაში მისი დებიუტი ამავე წლის 29 აგვისტოს შედგა „კორუშოსთან“ (3:2), პირველ გოლი მან 31 ოქტომბერს გაიტანა „ალკალოის“ კარში. (1:1)[1].

2010 წლის 12 დეკემბერს შედგა მისი დებიუტი პირველ გუნდშიც, „სარაგოსასთან“ შეხვედრაში (3:1), 89-ე წუთზე ის დი მარიას ნაცვლად შევიდა მოედანზე. 10 დღეში შედგა მისი დებიუტი სამეფო თასზეც, ის 77-ე წუთზე გამოჩნდა მოედანზე „ლევანტესთან“ მატჩში (8:0). 2011 წლის იანვარში გონსალო იგუაინმა ტრავმა მიიღო და იგეგმებოდა ალვაროს ძირითადში დაყენება თუმცა იგუაინის შემცვლელად „რეალმა“ არენდით აიყვანა ემანუელ ადებაიორი და ახალგაზრდა ესპანელმა შეხვედრა სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო. ამ პერიოდში მორატამ ახალგაზრდულ გუნდში 4 შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა და შეიძლებოდა მისი ძირითადში დაყენება,თუმცა მოურინიუმ გუნდში უფრო გამოცდილი ფეხბურთელი მიიყვანა იგუაინის შემცვლელად. 13 თებერვალს მორატამ კარიერაში გაიფორმა პირველი „ჰეთ-თრიკი“ „დეპორტივო ბ“-სთან შეხვედრაში (7:1). 2012 წელს გადავიდა პირველ გუნდში და ჩაატარა 1 შეხვედრა, ის მოედანზე გონსალო იგუაინის ნაცვლად გავიდა.

23 ივნისს „Marca.com“-მა გამოაქვეყნა ოფიციალური განცხადება, რომ ალვარო მორატა „მადრიდის რეალის“ პირველ გუნდში ითამაშებდა[2]. მისი დაწინაურება გამოიწვია მისმა ბრწყინვალე თამაშმა „კასტილიაში“. ბოლო ორი სეზონი ის კლუბის ლიდერი იყო. მას შეუძლია როგორც ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე თამაში, ისე პლეიმეიკერადაც და მარცხენა ნახევარმცველადაც. „კასტილიის“ ბოლო სეზონში მორატამ 17 გოლის გატანა მოახერხა[3].

სეზონი 2012/13[რედაქტირება]

მორატამ ახალ სეზონში პირველად მე-2 ტურში, „ხეტაფეს“ წინააღმდეგ ითამაშა, ის სათადარიგო სკამიდან შევიდა მოედანზე. მე-11 ტურში „ლევანტეს“ წინააღმდეგ მორატა ამჯერადაც სათადარიგოდან გავიდა მოედანზე და 84-ე წუთზე მან გამარჯვების გოლი გაიტანა და გუნდს მნიშვნელოვანი 3 ქულა მოუტანა (1:2).

ნაკრებში[რედაქტირება]

2009 წელს მორატა ესპანეთის 17 წლამდელთა ნაკრებში გამოიძახეს მსოფლიო ჩემპიონატზე სათამაშოდ, ალვარომ 4 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა. ასევე ის 19 წლამდელთა ნაკრებს გაყვა იაპონიაში[4] საერთაშორისო ტურნირის გასამართად. მისმა გუნდმა მეორე ადგილი დაიკავა, იაპონიის შემდეგ.

საკლუბო სტატისტიკა[რედაქტირება]

2015 წლის 16 მაისის მდგომარეობით.

კლუბი სეზონი ლიგა თასი საერთაშორისო სულ
თამაში გოლი თამაში გოლი თამაში გოლი თამაში გოლი
კასტილია 2010/11 28 15 28 15
2011/12 37 17 37 17
2012/13 6 2 6 2
სულ 71 34 71 34
მადრიდის რეალი 2010-11 1 0 1 0 0 0 2 0
2011-12 1 0 1 0 0 0 2 0
2012-13 4 1 2 0 1 0 7 1
სულ 6 1 4 0 1 0 11 1
იუვენტუსი 2014–15 28 8 5 2 11 4 44 14
სულ 28 8 5 2 11 4 44 14
სულ კარიერაში 148 63 14 2 17 5 179 70

ტიტულები[რედაქტირება]

საკლუბო[რედაქტირება]

'რეალ მადრიდ კასტილია

მადრიდის რეალი
იუვენტუსი

სანაკრებო[რედაქტირება]

ესპანეთი 17 წლ.
ესპანეთი 21 წლ.
  • ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის ოქროს პრიზიორი: 2011[5]

ინდივიდუალური ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის ბომბარდირი: 2011 (6 გოლი)

მონაცემები[რედაქტირება]

მორატა კარგად თამაშობს მეორე სართულზე, აქვს გოლის გატანის ალღო და შესანიშნავი მოძრაობა. „სამეფო კლუბში“ მას მომავალ ფერნანდო მორიენტესად მიიჩნევენ[6].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება]