ხოსე მანუელ რეინა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პეპე რეინა
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ხოსე მანუელ „პეპე“ რეინა პაესი
დაბადების
თარიღი
31 აგვისტო, 1982 (1982-08-31) (41 წლის)
დაბადების
ადგილი
მადრიდი, ესპანეთი
სიმაღლე 188 სმ
სათამაშო
პოზიცია
მეკარე
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
ლაციო
ნომერი 25
ახალგაზრდული კარიერა
1988–1999 ბარსელონა
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1999 ბარსელონა C 3 (0)
1999–2000 ბარსელონა B 41 (0)
2000–2002 ბარსელონა 30 (0)
2002–2005 ვილიარეალი 109 (0)
2005–2014 ლივერპული 285 (0)
2013–2014   ნაპოლი 29 (0)
2014–2015 ბაიერნი 2 (0)
2015–2018 ნაპოლი 111 (0)
2018–2020 მილანი 5 (0)
2020   ასტონ ვილა 12 (0)
2020– ლაციო 44 (0)
ეროვნული ნაკრები
2000–2003 ესპანეთი 23-წლ. 20 (0)
2005–2017 ესპანეთი 36 (0)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 2 დეკემბერი, 2021
‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 9 ოქტომბერი, 2017

ხოსე მანუელ „პეპე“ რეინა პაესი (ესპ. José Manuel Reina Páez; დ. 31 აგვისტო, 1982) — ესპანელი ფეხბურთელი, საფეხბურთო კლუბ „ლაციოს“ მეკარე.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხოსე მანუელ რეინა დაიბადა მადრიდში. მამამისი მიგელ რეინა სანტოსი იცავდა „ატლეტიკოს“ ღირსებას. მიუხედავად იმისა რომ, ის დაიბადა მადრიდში მან კარიერა დაიწყო „ბარსელონაში“, სადაც სამი სეზონი გაატარა (ერთი რეზერვებში ხოლო ორი ძირითად გუნდში), სადაც მან გამართა ორი მატჩი „ლივერპულის“ წინააღმდეგ (2000–2001 სეზონში უეფას თასზე). 2002 წელს რეინა არენდით „ვილიარეალში“ გადავიდა. 2004 წელს რეინამ ამ გუნდთან კონტრაქტი გააფორმა. 2004–2005 სეზონის შედეგებით „ვილიარეალი“ გავიდდა ლიგაზე (პირველად არსებობის ისტორიაში). ამ წელს რეინამ აიღო 7 თერთმეტმეტრიანი ათიდან ხოლო სეზონის ბოლოს დაასახელეს ესპანეთის საუკეთესო კიპერად. 2005 წელს რაფამ დაითანხმა რეინა ეთამაშა „ლივერპულში“. მისი დებიუტი მერსისაიდულ გუნდში შედგა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე. პირველივე სოზონში მან შემადგენლობიდან ამოაგდო სტამბოლის ფინალის გმირი იერჟი დუდეკი. ამ მომენტისთვის რეინას უკვე აქვს დამყარებული რამდენიმე საკლუბო რეკორდი. რეინა უკვე გაუთანაბრდა „ლივერპულის“ დიად მეკარეებს. მან თავის პირველ ორმოცდაათ მატჩში გაუშვა მხოლოდ 29 გოლი და დაამხო რეი კლემენსის რეკორდი (32 გაშვებული ბურთი პირველ 50 მატჩში). ასევე მას ეკუთვნის რეკორდი მშრალ მატჩებში.

პეპე რეინას სანაკრებო დებიუტი 2005 წელს შედგა. იგი მისი სანაკრებო კარიერის მანძილზე მუდამ იკერ კასილიასის დუბლიორია. მან მონაწილეობა მიიღო, მსოფლიო ჩემპიონატებზე, ევროპის ჩემპიონატზე და კონფედერაციათა თასზე.

მიღწევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკლუბო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ინგლისის დროშა ლივერპული
იტალიის დროშა ნაპოლი
გერმანიის დროშა ბაიერნი

სანაკრებო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ესპანეთის დროშა ესპანეთი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]