ხოსე კალეხონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ხოსე კალეხონი
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ხოსე მარია კალეხონ ბუენო
დაბადების
თარიღი
11 თებერვალი 1987
დაბადების
ადგილი
ესპანეთის დროშა ესპანეთი, მოტრილი
სიმაღლე 178 სმ
სათამაშო
პოზიცია
ნახევარმცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
იტალიის დროშა ნაპოლი
ნომერი 21
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2006-2007 რეალ მადრიდი C ? (?)
2007-2008 რეალ მადრიდი B 40 (21)
2008-2011 ესპანიოლი 97 (10)
2011-2013 რეალ მადრიდი 55 (8)
2013-2020 ნაპოლი 255 (64)
ეროვნული ნაკრები
2014- ესპანეთი 5 (0)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 1 თებერვალი, 2016
‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 18 ნოემბერი, 2014

ხოსე მარია კალეხონ ბუენო (ესპ. José María Callejón Bueno; 11 თებერვალი 1987, მოტრილი, ესპანეთი) — ესპანელი ფეხბურთელი, საფეხბურთო კლუბ „ნაპოლის“ ნახევარმცველი/ დაიბადა 1987 წლის 11 თებერვალს, მოტრილში (გრანადა).

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კალეხონი, სანამ „რეალ მადრიდ-ც“-ში დაიწყება თამაშს, ესპანეთის 16- წლამდელთა ნაკრებში ასპარეზობდა. „რეალის" მესამე გუნდში 2006-07 წლებში მან 3 თამაში ჩაატარა. ერთი სეზონის შემდეგ კი „რეალ მადრიდ კასტილიაში“ განაგრძო თამაში. ესპანეთის 21- წლამდელთა ნაკრებში სადებიუტო მატჩი 2008 წლის 25 მარტს ჰქონდა, სადაც ყაზახ თანატოლებს გოლი გაუტანა. 2007-08 წლებში, როდესაც „კასტილიას“ ღირსებას იცავდა, ის „სეგუნდა ბ-ს“ საუკეთესო ბომბარდირი გახდა 21 გატანილი გოლით

„რეალმა“ კალეხონი „ესპანიოლში“ 2008 წლის ზაფხულში გაასხვისა. პრიმერას პირველ დივიზიონში ესპანელმა სადებიუტო მატჩი 3 სექტემბერს „ხეტაფეს“ წინააღმდეგ ჩაატარა. თავდაპირველად, კალეხონი ფორვარდის პოზიციაზე თამაშობდა, მაგრამ სისწრაფისა და მოხერხებულობის ხარჯზე, მას შედარებით უკან, ნახევარდაცვაში მიუჩინეს ადგილი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]