ვისენტე დელ ბოსკე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვისენტე დელ ბოსკე

ვისენტე დელ ბოსკე გონსალესი, დელ-ბოსკეს 1-ლი მარკიზი (ესპ. Vicente del Bosque González; დ. 23 დეკემბერი, 1950, სალამანკა, ესპანეთი) — ესპანელი ყოფილი ფეხბურთელი, რომელიც ამჟამად ესპანეთის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს წვრთნის. ეს თანამდებობა დელ ბოსკემ ლუის არაგონესისგან გადაიბარა, რომელმაც ნაკრებს 2008 წლის ევროპის ჩემპიონატი მოაგებინა. ამის შემდეგ, დელ ბოსკეს ხელმძღვანელობით, ესპანელებმა 2010 წელს მსოფლიო თასი მოიგეს, 2012 წელს კი კვლავ ევროპის თასი. 1999—2003 წლებში იგი წვრთნიდა მადრიდის რეალს, რაც კლუბის თანამედროვე ისტორიაში ყველაზე წარმატებული ხანა გამოდგა. ამჟამად ის ერთადერთი მწვრთნელია, რომელსაც მოგებული აქვს ჩემპიონთა ლიგა, ევროპის ჩემპიონატი და მსოფლიო ჩემპიონატი.

სამწვრთნელო სტატისტიკა[რედაქტირება]

გუნდი ქვეყანა მუშაობის დაწყება მუშაობის დასრულება შედეგები
გ %
მადრიდის რეალი ესპანეთის დროშა ესპანეთი 7 მარტი 1994 30 ივლისი 1994 11 5 1 5 45.45
მადრიდის რეალი ესპანეთის დროშა ესპანეთი 21 იანვარი 1996 24 იანვარი 1996 1 1 0 0 100.00
მადრიდის რეალი ესპანეთის დროშა ესპანეთი 17 ნოემბერი 1999 23 ივლისი 2003 233 127 56 50 54.51
ბეშიქთაში თურქეთის დროშა თურქეთი 8 ივნისი 2004 27 იანვარი 2005 17 8 5 4 47.06
ესპანეთის ნაკრები ესპანეთის დროშა ესპანეთი 17 ივლისი 2008 59 50 3 6 84.75
სულ 321 191 65 65 59.50

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: