დრუმლინი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დრუმლინი გერმანიაში, ქალაქ მარკდორფთან, ბოდენზეე

დრუმლინი (ინგ. drumlin) — დედამიწის ზედაპირის ძველ მყინვარული აკუმულაციური რელიეფის დადებითი ფორმები. წაგრძელებულია მყინვარის მოძრაობის მიმართულებით. სიმაღლე 5-იდან 45 მ-მდე, სიგრძე რამდენიმე ასეული მეტრიდან 2,5-3 კმ, სიგანე 100-იდან 700 მ-მდე.

დრუმლინის გული აგებულია დედაქანებით ან ფლუვიოგლაციალური ქვიშებით, ზედაპირზე მორენული ნალექებია. ხშირად დრუმლინი ჯგუფურად არის წარმოდგენილი, სადაც დრუმლინურ ლანდშაფტს ქმნის. გვხვდება ჯგუფურად ძველი გამყინვარების რაიონებში, უმეტესად ვაკესა და მთისწინეთში. დიდი დრუმლინური ველები წარმოდგენილია ესტონეთში, ლატვიაში და ნიუ-იორკის მიდამოებში.

მსგავსი ბორცვები გვხვდება აგრეთვე დიდი მდინარეების ხეობებში, სადაც არ იყო დაფიქსირებული ძველი გამყინვარება. ასეთია მაგალითად, მდინარე ანგარის ხეობა.

ლიტერატურა[რედაქტირება]