მერი ტიუდორი (საფრანგეთის დედოფალი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მერი ტიუდორი
საფრანგეთის დედოფალი
კორონაცია: 5 ნოემბერი 1514
მმართ. დასაწყისი: 9 ოქტომბერი 1514
მმართ. დასასრული: 1 იანვარი 1515
წინამორბედი: ანა ბრეტონელი
მემკვიდრე: კლაუდია დე ვალუა
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 18 მარტი 1496
დაბ. ადგილი: ლონდონი. ინგლისის სამეფო
გარდ. თარიღი: 25 ივნისი 1533
გარდ. ადგილი: სუფოლკი, ინგლისის სამეფო
მეუღლე: ლუი XII ვალუა
ჩარლზ ბრანდონი
შვილები: ჰენრი ბრანდონი
ფრანსისკა გრეი
ელეონორ კლიფოლდი
ჰენრი ბრანდონი
დინასტია: ტიუდორები
მამა: ჰენრი VII ტიუდორი
დედა: ელისაბედ იორკელი
რელიგია: კათოლიციზმი

მერი ტიუდორი (ფრანგ. Marie de Angleterre, ინგლ. Mary Tudor; დ. 18 მარტი, 1496, ლონდონი, ინგლისის სამეფო, — გ. 25 ივნისი, 1533, სუფოლკი, ინგლისის სამეფო) — დაბადებიდან იყო ინგლისის პრინცესა. ტიუდორების დინასტიის წარმომადგენელი, ჰენრი VII-ისა და დედოფალ ელისაბედ იორკელის შუათანა ქალიშვილი. 1514–1515 წლებში საფრანგეთის დედოფალი როგორც ლუი XII-ის მესამე მეუღლე. 1515 წლიდან სუფოლკის ჰერცოგინია, როგორც ჩარლზ ბრანდონის მეუღლე. ჰენრი VIII-ისა და მარგარეტ ტიუდორის და. ინგლისისა და ირლანდიის დედოფალ ჯეინ გრეის ბებია.

პირველი ქორწინება : საფრანგეთის დედოფალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მერი ტიუდორი დაიბადა 1496 წლის 18 მარტს, ინგლისის მეფე ჰენრი VII-ის ოჯახში. მის განათლებაზე ზრუნვა, მშობლებმა ღრმა ბავშვობიდანვე დაიწყეს. როდესაც მერი გაიზარდა საოცრად ლამაზ ქალბატონად იქცა და ის მთელს ევროპაში ერთ-ერთ ულამაზეს ქალად ითვლებოდა, რომელსაც არც გონებამახვილობა, არც ეშმაკობა და არც სიმდიდრე არ აკლდა.

1509 წელს მერის მამა გარდაიცვალა, ტახტზე კი ადის მისი უფროსი ძმა ჰენრი VIII, რომელსაც ცოლად ჰყავდა არაგონისა და კასტილიის პრინცესა კატალინა არაგონელი. მათ მარიას ქორწინებასთან დაკავშირებით ფიქრი მალევე დაიწყეს და ფიქრობდნენ, რომ იგი მიეთხოვებინათ კატალინას ძმისთვის, საღვთო რომი იმპერატორისა და ესპანეთის მეფე კარლ V-ისათვის, თუმცა ქორწინება ჩაიშალა.

1514 წელს გარდაიცვალა საფრანგეთის დედოფალი ანა ბრეტონელი, მის მეუღლეს ლუი XII-ს კი ვაჟი არ ჰყავდა. აქედან გამომდინარე ლუიმ საცოლის ძიება დაიწყო. მალე ჰენრი VIII და საფრანგეთის მეფე შეთანხმდნენ, რომ მერი უნდა გაჰყოლოდა მასზე 34 წლით უფროს ლუი XII ვალუას.

რასაკვირველია მერიმ ამის შესახებ არაფერი იცოდა, რადგან იმ დროინდელ სამეფო კარზე პრინცესები სავაჭრო საქონელს წარმოადგენდა და მათ არც კი ეკითხებოდნენ სურდათ თუ არა ამ თუ იმ პიროვნებაზე გათხოვება. ამ პერიოდში მერი შეყვარებული იყო თავისი ძმის მეგობარ ჩარლზ ბრანდონზე, რომელიც სუფოლკის ჰერცოგი იყო. თუმცა მათი ქორწინება იმ დროისათვის შეუძლებელი იყო, ვინაიდან ჩარლზი სამეფო გვარის შთამომავალი არ იყო, პრინცესის საქმრო კი მინიმუმ პრინცი მაინც უდა ყოფილიყო და არა უბრალო ჰერცოგი.

მერიმ სასტიკი უარი განაცხადა მოხუც ლუისთან ქორწინებაზე, ტიროდა და ხმამაღლა განაცხადა, რომ სურდა ჰენრი ბრადნონზე დაქორწინება. რასაკვირველია ჰენრი VIII განრისხდა და ამ ქორწინებაზე უარი უთხრა. მაშინ მერიმ კატეგორიულად მოითხოვა, რომ თუ ლუი მასზე ადრე გარდაიცვლებოდა ცოლად მას გაჰყვებოდა ვისაც მოისურვებდა. ლუის გარდაცვალება სრულიად მოსალოდნელი იყო ვინაიდან იგი უკვე ღრმად მოხუცებული იყო. ჰენრი VIII დის წინადადებას დათანხმდა. ამრიგად მერის იმის შანსი მიეცა, რომ ოდესმე მაინც დაქორწინებულიყო სუფოლკის ჰერცოგზე.

დედოფალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თავდაპირველად ოფიციალური მხარის მოსაგვარებლად, ფრანგული ელჩობა ჩავიდა ლონდონში ძვირფასი საჩურებითა და ბეჭდით, მარიას ხელის სათხოვნელად, ვინაიდან ლუისათვის შორ მანძლზე მგზავრობა სახიფათო იყო. წინადადებაზე ახლა უკვე ოფიციალურად, ხალხის თანდასწრებით მარია ლუის ცოლობას დასთანხმდა. ამ მოვლენებიდან ერთ თვეში მარია პარიზში გაემგზავრა, სადაც 1514 წლის 9 ოქტომბერს, ნოტრ დამში ლუი და მერი დაქორწინდნენ. მერის საფრანგეთის დედოფლად კორონაცია ასევე ნოტრ დამში მოხდა, 1514 წლის 5 ნოემბერს. საფრანგეთში მერიმ გაიცნო ინგლისელი დიდგვაროვანი დები ბოლეინები, ანა და მერი. 1515 წლის 1 იანვარს მოხუცი ლუი XII გარდაიცვალა, ქორწინებიდან 3 თვეში. ტახტზე ადის ლუის უფროსი ქალიშვილი კლაუდია დე ვალუა და მისი მეუღლე მეფე ფრანსუა I, რომელსაც მერისადმი დიდი სიმპათიები ჰქონდა. ფრანსუამ მარიასთან ქორწინება მოინდომა და ნებართვა ჰენრი VIII სთხოვა. თუმცა განრისხებულმა მერიმ ძმას თავისი პირობა შეახსენა და თავისი ამალით ინგლისში დაბრუნდა.

მეორე ქორწინება : სუფოლკის ჰერცოგინია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლონდონში დაბრუნებულმა, დაქვრივებულმა 19 წლის მერიმ სასწრაფოდ მოინახულა ჩარლზ ბრანდონი. 1515 წელსვე პატარა სამლოცველოში მერი და ჩარლზი დაქორწინდნენ, აქედან მოყოლებული მერის ენიჭება სუფოლკის ჰერცოგინიის ტიტულიც. ეს ამბავი ჰენრი VIII-ის ზურგს უკან მოხდა და როცა ეს ყველაფერი მანაც შეიტყო საშინლად განრისხდა ასეთ თავნებობაზე. თუმცა მერი მისი საყვარელი და იყო, ხოლო ჩარლზ ბრანდონი მისი საუკეთესო მეგობარი, რის გამოც მეფეს გული მალე მოულბეს და ყველაფერი აპატიათ.

მერი და ჩარლზი საცხოვრებლად სუფოლკში გადავიდნენ. 1515 წელსვე მარიამ პირველი შვილი გააჩინა სახელად ჰენრი, მას სახელი მეფის პატივსაცემად დაარქვეს. 1517 წელს გააჩინა გოგონა ფრანსისკა, მას სახელი იმ ქალის პატივსაცემად დაარქვეს, რომელმაც ხელი შეუწყო მათ ქორწინებას და ყველაფერში ეხმარებოდათ. 1519 წელს გააჩინა მესამე ქალიშვილი სახელად ელეონორა.

მიუხედავად იმისა, რომ მერი საფრანგეთის დედოფალი მხოლოდ 3 თვე იყო, მას სიცოცხლის ბოლომდე ყველა საფრანგეთის დედოფლად მოიხსენიებდა. მთელი თავისი დარჩენილი ცხოვრება მერი მშვიდად, მდიდრულად და ბედნიერად ცხოვრობდა. მერი 1533 წელს ჰენრისა და კატალინას განქორწინებისას კატალინას ედგა გვერდში და ჰენრისაც არწმუნებდა მას არ გაცილებოდა, თუმცა მისი მცდელობა ამაო აღმოჩნდა. ხოლო როდესაც ჰენრიმ ცოლად ანა ბოლეინი შეირთო პროტესტის ნიშნად მათ ქორწილში არ მივიდა და უარყოფდა ანას როგორც ჰენრი VIII-ის მეუღლეს და დედოფალს.

გარდაცვალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1533 წელს მერის ჯანმრთელობა სერიოზულად შეერყა. ამავე წლის 25 ივნისს მარია გარდაიცვალა, მისივე სურვილით იგი დაკრძალეს ქალაქ სუფოლკში მდებარე წმინდა მარიამის სახელობის კათოლიკურ ტაძარში.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1514 წელს მერი დაქორწინდა საფრანგეთის მეფე ლუი XII-ზე, რომელთანაც მას შვილი არ ჰყავდა.

1515 წელს მერი დაქორწინდა სუფოლკის ჰერცოგ ჩარლზ ბრანდონზე, რომელთანაც 4 შვილი შეეძინა:

  1. ჰენრი ბრანდონი (1516–1522)
  2. ფრანსისკა ბრანდონი (1517–1559), დორსეტის ბარონესა, ჯეინ გრეის დედა
  3. ელეონორა ბრანდონი (1519–1547), სამბერლენდის გრაფინია
  4. ჰენრი ბრანდონი (1523–1534), ლინკოლნის ჰერცოგინია

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]