შინაარსზე გადასვლა

მერი სტიუარტი (1631-1660)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მერი სტიუარტი
Mary Stuart
ორანის პრინცესა
მმართ. დასაწყისი: 14 მარტი 1647
მმართ. დასასრული: 6 ნოემბერი 1650
წინამორბედი: ამალია ფონ სოლმს-ბრაუნფელზი
მემკვიდრე: მერი ინგლისელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 4 ნოემბერი 1631
დაბ. ადგილი: ლონდონი, ინგლისი
გარდ. თარიღი: 24 დეკემბერი 1660 (29 წლის)
გარდ. ადგილი: ლონდონი, ინგლისი
დაკრძ. ადგილი: უესტმინსტერის სააბატო, ლონდონი, ინგლისი
მეუღლე: ვილემ II, ორანჟის პრინცი
შვილები: უილიამ III, ინგლისის მეფე
დინასტია: სტიუარტები
მამა: ჩარლზ I, ინგლისის მეფე
დედა: ანრიეტა მარია ფრანგი
რელიგია: პროტესტანტიზმი

მერი სტიუარტი (ინგლ. Mary Stuart;დ. 4 ნოემბერი 1631 - გ. 24 დეკემბერი 1660) — სტიუარტთა დინასტიის წარმომადგენელი. ინგლისის, ირლანდიისა და შოტლანდიის მეფე ჩარლზ I-ისა და მისი ცოლის, დედოფალ ანრიეტა მარია ფრანგის უფროსი ქალიშვილი. ორანის პრინცესა და ნასაუს გრაფინია 1647-1650 წლებში როგორც ვილემ II-ის მეუღლე. ორანჟ-ნასაუს პრინცისა და ინგლისის მეფე უილიამ III-ის დედა და მისი რეგენტი.

მერი დაიბადა 1631 წლის 4 ნოემბერს ინგლისის დედაქალაქ ლონდონში. მისი მშობლები იყვნენ ინგლისის, ირლანდიისა და შოტლანდიის მეფე ჩარლზ I და დედოფალი ანრიეტა მარია ფრანგი. მას სახელი დედამისმა დაარქვა. 1642 წელს ჩარლზმა მერის მიანიჭა პრინცესა როიალის წოდება, რითაც მან განაგრძო ბრიტანული ტრადიცია. ამ წოდებით იგულისხმებოდა, რომ უკვე მერის გათხოვების დრო იყო. ამ ტიტულის მერისთვის საბოძებლად განსაკუთრებით აქტიურობდა დედოფალი ანრიეტა მარია, რომელიც საფრანგეთის მეფე ანრი IV-ის უმცროსი ასული იყო და თავად არასდროს ჰქონია ეს წოდება.

მერი სტიუარტი და მისი მეუღლე ვილემ II

მერის მამას, მეფე ჩარლზს სურდა რომ იგი ცოლად გაჰყოლოდა ესპანეთის მეფე ფილიპე IV-ის უფროს ვაჟს, ასტურიის პრინც ბალთაზარ კარლოსს. სწორედ ამ დროს მერის ხელი ითხოვა კურპფალცის კურტპიურსტმა კარლ I-მა. სულ მალე ორივე მოლაპარაკება ჩაიშალა და გადაწყდა მერის მითხოვება, მომავალ ორანჟის პრინცსა და ნასაუს გრაფ უილიამზე. მერი და უილიამი დაქორწინდნენ 1641 წლის 2 მაისს ლონდონში.

აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ქორწინებისას პატარძალი სულ ცხრა წლის იყო. 1642 წელს მერი და უილიამი ნიდერლანდებში გაემგზავრნენ, სადაც მერიმ უილიამის ოჯახი და ნათესავები გაიცნო.

1647 წლის მარტში მერის ქმარი ვილემ II ტახტზე ავიდა. თუმცა ტახტზე ასვლიდან მალევე, 1650 წელს უილიამი ამსტერდამში გაემგზავრა მოკავშირეების შესაძენად, თუმცა გზაში გარდაიცვალა.

როცა უილიამი გარდაიცვალა, მერი ცხრა თვის ორსული იყო. ამ ამბის შეტყობინებიდან რამდენიმე დღეში კი მერიმ ვაჟი გააჩინა, რომელსაც გარდაცვლილი ქმრის პატივსაცემად უილიამი დაარქვა. პატარა უილიამ III ორანჟისა და ნასაუს მმართველი გახდა, მას კი სამი რეგენტი დაენიშნა. რეგენტები იყვნენ თავად მერი სტიუარტი, მერის დედამთილი, ამალია სოლმს-ბრაუნფელსი და მერის მაზლი, ბრანდენბურგის კურტფიურსტი ფრიდრიხ I.

მერი სტიუარტი ნიდერლანდებში არაპოპულარული მმართველი იყო, ვინაიდან მერის ძალიან უყვარდა ინგლისი და თავისი სტიუარტთა დინასტია. მერი თავის სასახლეში, ქალაქ ჰააგაში ცხოვრობდა. ინგლისის რევოლუციის დროს მერიმ თავის სასახლეში შეიფარდა თავისი ძმები და ზრუნავდა მათზე. მისი ძმების შენახვა ხალხს ძვირი უჯდებოდა, რაც ნიდერლანდელებში უკმაყოფილების მატებას იწვევდა. 1654 წლიდან 1657 წლამდე მერი თავის ძმებთან ინგლისში დაბრუნდა. 1657 წელს მერი კვლავ ორანჟში დაბრუნდა როგორც რეგენტი, ამჯერად იგი თავისი ბიძაშვილის, საფრანგეთის მეფე ლუი XIV-ის ინტერესების დაცვაზე მუშაობდა.

ბრიტანეთში სტიუარტთა დინასტიის რესტავრაციამ მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ნიდერლანდებში მერისა და მისი ვაჟის მდგომარეობა. 1660 წელს მერი კვლავ ინგლისში დაბრუნდა. 1660 წლის 24 დეკემბერს 29 წლის მერი სტიუარტი ლონდონში გარდაიცვალა. 29 დეკემბერს იგი დაკრძალეს უესტმინსტერის სააბატოში.

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
მეთიუ, ლენოქსის ერლი
 
 
 
 
 
 
 
ჰენრი, დარნლის ლორდი
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
მარგარეტ დუგლასი
 
 
 
 
 
 
 
ჯეიმზ I, ინგლისის მეფე
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
ჯეიმზ V, შოტლანდიის მეფე
 
 
 
 
 
 
 
მერი I, შოტლანდიის დედოფალი
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
მარია დე გიზი
 
 
 
 
 
 
 
ჩარლზ I, ინგლისის მეფე
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
კრისტიან III, დანიის მეფე
 
 
 
 
 
 
 
ფრედერიკ II, დანიის მეფე
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
დოროთეა საქსენ-ლუნებურგელი
 
 
 
 
 
 
 
ანა დანიელი
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
ულრიხ III, მეხლენბურგის ჰერცოგი
 
 
 
 
 
 
 
სოფია მეხლენბურგელი
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
ელიზაბეთ დანიელი
 
 
 
 
 
 
 
მერი სტიუარტი
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
შარლი, ვანდომის ჰერცოგი
 
 
 
 
 
 
 
ანტუანი, ვანდომის ჰერცოგი
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
ფრანსუაზა ალანსონელი
 
 
 
 
 
 
 
ანრი IV, საფრანგეთის მეფე
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
ანრი II,ნავარის მეფე
 
 
 
 
 
 
 
ჟანა III, ნავარის დედოფალი
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
მარგარიტა ანჟულიმელი
 
 
 
 
 
 
 
ანრიეტა მარია ფრანგი
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
კოზიმო I, ტოსკანის ჰერცოგი
 
 
 
 
 
 
 
ფრანჩესკო I, ტოსკანის ჰერცოგი
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
ელეონორ ტოლედოელი
 
 
 
 
 
 
 
მარია მედიჩი
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
ფერდინანდ I, საღვთო რომის იმპერატორი
 
 
 
 
 
 
 
იოჰანა ავსტრიელი
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
ანა უნგრელი
 
 
 
 
 
 
  • Lee, Sidney, ed. (1893). "Mary (1631-1660)". Dictionary of National Biography. 36. London: Smith, Elder & Co.
  • Louda, Jiří; Maclagan, Michael (1999) [1981], Lines of Succession: Heraldry of the Royal Families of Europe (2nd ed.), London: Little, Brown.
  • Louda & Maclagan 1999, p. 27.
  • Louda & Maclagan 1999, p. 50.
  • Louda & Maclagan 1999, p. 140.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]